უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
თავისი უსაზღვრო სიყვარული იესოს აიძულებს, იზრუნოს ჩვენზე და შეურაცხმყოფელი არ იყოს მისთვის ჩვენი სუნმყრალობა და წყლულები. ასე რომ, უფლის ეს სიყვარული გვახსოვდეს ცხოვრების ყოველ წუთს, რომ ჩვენი უმნიშვნელო საქმეები მხოლოდ და მხოლ... იხილეთ სრულად
დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. „მე მოვედ, რათა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოან. 10, 10).
ჰო, შვილო, ყველაფერზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე და მაშინ გულით მდაბალ იესოს შეიძენ, როგორც შენი სულის საკუთრებას, რომელსაც ვეღარავინ წაგართმევს.
დიდი სიმდაბლეა საჭირო იმისთვის, რომ შენში ქრისტემ დაივანოს და იცხოვროს.
მდუმარება, ლოცვა, მორჩილება. როცა, ღვთის შეწევნით, ამ სათნოებებს შეიძენ, შენი სული ქრისტეს ნათელს შეიცნობს.
მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.