24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმ...
იხილეთ სრულად
24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმედიდობის შედეგად, თუმცა იესო ქრისტეს მოხმობის შედეგად მცირე დროითაც ვერ დაითმენენ დაყოვნებასა და შენს მოცთუნებას (მზაკვრულად მოტყუებას).
link
119. ნახე, თუ როგორ დაგვცემენ ჩვენი ცხონების მტრები წარმოსახვის, სიცრუისა და ფუჭი დაპირებების გზით. თვით სატანაც სიმაღლეებიდან ამგვარად ჩამოენარცხა ელვისებრ, ღვთისსწორობის წარმომსახველი. და კიდევ, ადამიც ამავე სახით განაშორა მან ღ...
იხილეთ სრულად
119. ნახე, თუ როგორ დაგვცემენ ჩვენი ცხონების მტრები წარმოსახვის, სიცრუისა და ფუჭი დაპირებების გზით. თვით სატანაც სიმაღლეებიდან ამგვარად ჩამოენარცხა ელვისებრ, ღვთისსწორობის წარმომსახველი. და კიდევ, ადამიც ამავე სახით განაშორა მან ღმერთს, საღვთო ღირსება წარმოუსახა რა მას (შდრ. შესაქ. 3.5). მსგავსადვე სჩვევია ამ ცრუსა და მზაკვარს ყველა ცთომილის შეცდენა (II კორ. 11.3).
link
803. რა საშუალებით შემოდის ჩვენში უხორცო მტერი?
იმისათვის, რომ ღვთის უმაღლესი შეცნობა მოიპოვოს, ადამიანი უეჭველად უნდა ვიდოდეს მისი გამოცხადების ნათელში, რათა, თავისი წარმოსახვის მიხედვით არ შეადგინოს უმაღლეს არსზე თავისებური წარმოდგენა, რომელიც უფლის დიდებასა და სიწმიდეს არ შე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ღვთის უმაღლესი შეცნობა მოიპოვოს, ადამიანი უეჭველად უნდა ვიდოდეს მისი გამოცხადების ნათელში, რათა, თავისი წარმოსახვის მიხედვით არ შეადგინოს უმაღლეს არსზე თავისებური წარმოდგენა, რომელიც უფლის დიდებასა და სიწმიდეს არ შეეფერება; და რათა ამის გამო მკაცრად არ დაისაჯოს, რაც თავად უფალმა უთხრა ცოდვილს: "ჰგონე უსჯულოებაი, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო" (ფს. 49, 21)
link
მეკითხებით ლოცვის შესახებ. მამები ამბობენ, რომ ლოცვისას გონებიდან ყველანაირი წარმოსახვა გაძევებული უნდა იქნეს. მე ვცდილობ, ასეც მოვიქცე, ვიძაბები დგომისას, რათა შევიგრძნო, რომ ღმერთი ყველგანაა... არის აქაც, სადაც ჩემი აზრი, ჩემი გ...
იხილეთ სრულად
მეკითხებით ლოცვის შესახებ. მამები ამბობენ, რომ ლოცვისას გონებიდან ყველანაირი წარმოსახვა გაძევებული უნდა იქნეს. მე ვცდილობ, ასეც მოვიქცე, ვიძაბები დგომისას, რათა შევიგრძნო, რომ ღმერთი ყველგანაა... არის აქაც, სადაც ჩემი აზრი, ჩემი გრძნობაა. მთლიანად რომ განვთავისუფლდე წარმოსახვებისაგან, მე ეს არ ძალმიძს... მაგრამ ისინი ნელ-ნელა ქრებიან, სანამ საბოლოოდ სრულიად არ განქარდებიან.
link
826. შეიძლება თუ არა ლოცვისას ოცნებით წარმოვიდგინოთ ის სურათები, რაც საღმრთო წერილში აღმოგვიკითხავს?
89. რადგან ყოველი გულისზრახვა რაიმე გრძნობადის წარმოსახვის შედეგად შედის გულში, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ გააცისკროვნებს მას ღმრთეების სანეტარო შუქი, როდესაც ყოვლითურთ მოიცლის ყველაფრისგან და დაუსახველი იქნება მათგან (ე.ი. გარეგან...
იხილეთ სრულად
89. რადგან ყოველი გულისზრახვა რაიმე გრძნობადის წარმოსახვის შედეგად შედის გულში, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ გააცისკროვნებს მას ღმრთეების სანეტარო შუქი, როდესაც ყოვლითურთ მოიცლის ყველაფრისგან და დაუსახველი იქნება მათგან (ე.ი. გარეგანი მოვლენებისგან და საგნებისგან არანაირი გრძნობადი წარმოსახვა არ შთაიბეჭდება მასში), ვინაიდან ხსენებული ბრწყინვალება ყველა გულისზრახვის გაუქმების კვალობაზე უჩნდება განწმენდილ გონებას.
link
145. ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი და გულუბრყვილო რამ მოვლენა, წარმოსახვებისადმი იოლად მიმყოლი და ურჯულო წარმოდგენებისადმი ძნელად დასაოკებელი, თუ რა თქმა უნდა, არ ფლობს იგი ვნებათა თვითმპყრობელ გულისზრახვას, მარადის მის შემაფ...
იხილეთ სრულად
145. ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი და გულუბრყვილო რამ მოვლენა, წარმოსახვებისადმი იოლად მიმყოლი და ურჯულო წარმოდგენებისადმი ძნელად დასაოკებელი, თუ რა თქმა უნდა, არ ფლობს იგი ვნებათა თვითმპყრობელ გულისზრახვას, მარადის მის შემაფერხებელსა და ამლაგმავს.
link
შესაძლოა კერპი ადამიანიც გახდეს, ვნებიანი შეყვარება - ეს სწორედ რომ კერპის შექმნაა. შეყვარებული ადამიანი ხის ნაპობისგან და ქვების ნამსხვრევებისგან კერპების დამამზადებელს ჰგავს. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ამ კერპებს კაზმავ, ეთაყვ...
იხილეთ სრულად
შესაძლოა კერპი ადამიანიც გახდეს, ვნებიანი შეყვარება - ეს სწორედ რომ კერპის შექმნაა. შეყვარებული ადამიანი ხის ნაპობისგან და ქვების ნამსხვრევებისგან კერპების დამამზადებელს ჰგავს. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ამ კერპებს კაზმავ, ეთაყვანები და ემსახურები.
link
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საც...
იხილეთ სრულად
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საცთურის დამმარცხებელი.
link