ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უაზრო ხეტიალი არ უნდა იყოს, კეთილსა და ბოროტს, შეჭმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანი უნდა მოხდეს.
სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან, სინათლეს წყვდიადთან, სიკეთეს ბოროტებასთან შეათავსებს. სოფელი ჯვარს აცვა ქრისტე. თუ ქრისტე გწამთ, როგორ უნდა გაათანაბროთ ჭეშმარიტება სიცრუესთან. განა ქრისტე თავის სწავლებას ... იხილეთ სრულად
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც ამასოფლის ბრძენნი ან ფილოსოფოსნი, მით უფრო ისე არა, როგორც თეორეტიკოსები, ჰიპოტეზებს რო ქმნიან. მათ გვახარეს ის, რისი მოწმენიც გახდნენ. სიმართლე რო ითქვას, ჭეშმარიტება მათ კი არ პოვეს, ჭე... იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, სიწმინდე და სიკეთე - ცხოველმყოფელი მთლიანობა სიყვარულად სახელდებული.
ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს.
ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გარეშე ამქვეყნიური მეუფება სიცრუესა და ძალადობაზეა დაფუძნებული.