ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
9. პირი გონებამდაბლისა ჭეშმარიტებას მეტყველებს, ხოლო ჭეშმარიტების მოპირისპირე მსგავსია იმ მსახურისა, უფალს რომ სილა გაარტყა ყბაში (ინ. 18.22)
180. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა.
სიმართლის მთქმელი სიტყვას თავადაც უნდა ღებულობდეს, როგორც ღვთისაგან; რამეთუ ჭეშმარიტება მთქმელის საკუთრება კი არ არის, არამედ მოქმედი ღმერთისა.
ნუ ეცდები მხილებით მოუტანო სარგებელი მას, ვინც სათნოებებით თავს იქებს; რამეთუ ვისაც თავის გამოჩენა უყვარს, ის ჭეშმარიტების მოყვარული ვერ იქნება.
86. როცა გონება სავსებით განიწმინდება ვნებათაგან, მაშინ ის დაუბრკოლებლად მიიწევს ჭეშმარიტების განჭვრეტისაკენ, მისი მიზანია, შეიცნოს წმინდა სამება.
თავმდაბლის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ და ვინც მას ეწინააღმდეგება, იმ მსახურს ემსგავსება, უფალს რომ ლოყაში გაარტყა.
დედავ, ისმინე ქართლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული.
რელიგიური ჭეშმარიტება და ზნეობრიობა ერთი ნათლის სხივებია: სადაც პირველი ცდომილებასთან არის შერწყმული, იქ მეორეც უწმინდურია.
145. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად შეგვეძინება, ხოლო ჭეშმარიტების შემეცნება – თანაშეზომილად ქრისტესადმი სასოებისა.
ვისაც ნაცვლად ჭეშმარიტებისა უყვარს სიცრუე, მას უყვარს არა ღმერთი, არამედ იგი, რომელი არის მამა სიცრუისა, ესე იგი, სული უკეთურებისა.