წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომსა და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქ... იხილეთ სრულად
ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი მოწყალე, მშვიდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება. და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისაგან, რადგან ნათქვამია: "სიმდაბლესა შინა მომი... იხილეთ სრულად
ერთ სულიერ მონაზონს პირდაპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: "თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნები... იხილეთ სრულად
იცოდე ძმაო, რომ "ღელეთა განამრავლონ იფქლი" (ფს. 64,13). ღელე არის თავმდაბალი სული, რომელიც აღმოედინება "ბორცვთა შორის" (ფს. 64.12) შრომისა და სათნოებისა; და ის უძრავად, ქედმაღლობის გარეშე იმყოფება
დავითი ამბობს: არ მიმარხულია, არც მღვიძარებაში ვყოფილვარ, არც შიშველ მიწაზე ვწოლილვარ, არამედ "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე" უფალმა (ფს. 114,6)
თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის
ერთი საქმეა თავმაღლობა, მეორე - თავაუმაღლებლობა, მესამე - სიმდაბლე; რადგან პირველი მათგანი განიკითხავს სხვებს, მეორე - არავის განიკითხავს, მაგრამ არც საკუთარ თავს განსჯის, მესამე კი - უდანაშაულო, გამუდმებით ისჯის თავს
სხვაა სიმდაბლე, სხვაა მოღვაწეობა სიმდაბლის მოსახვეჭადდა სულ სხვაა - ქება მდაბლისა. პირველი სრულთა კუთვნილებაა, მეორე ჭეშმარიტი მორჩილების, ხოლო მესამე ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნის
ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ განიძარცვება. რადგან, თუ შიგნით სიმდიდრე არ არსებობს, კარიდან მას ვერ გაიტანენ