წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი მდინარე ადამიანთა სურვილით კალაპოტს იცვლის. თავდაპირველად ამას ესაჭიროება უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ძალისხმევა - ვიდრე ამოითხრება ახალი კალაპოტი და წყალი გზას შეიცვლის. მაგრამ თუ მდინ...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი მდინარე ადამიანთა სურვილით კალაპოტს იცვლის. თავდაპირველად ამას ესაჭიროება უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ძალისხმევა - ვიდრე ამოითხრება ახალი კალაპოტი და წყალი გზას შეიცვლის. მაგრამ თუ მდინარემ ერთხელ მიიღო ახალი მიმართულება, ე.ი. წყლის მთელი ძალა ახალ კალაპოტში წარემართა - ახალ ნაპირებს შორის, დინების სიჩქარე - გავლილი გზის შესაბამისად - სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. ასევეა განმტკიცება სათნოებაში. თავდა...
მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს.
სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მითუმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს.
ვინც ჯერ სათნოებებში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.