ნუ იტყვი, რომ ესა თუ ის რაღაც უმნიშვნელო წვრილმანია; წვრილმანები ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია. ნემსით მიყენებული ჭრილობა ზოგჯერ უფრო მეტად ჭრის, ვიდრე - ავადმყოფობა, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ზოგჯერ ნაპერწკლისაგან ცეცხლი ჩნდ...
იხილეთ სრულად
ნუ იტყვი, რომ ესა თუ ის რაღაც უმნიშვნელო წვრილმანია; წვრილმანები ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია. ნემსით მიყენებული ჭრილობა ზოგჯერ უფრო მეტად ჭრის, ვიდრე - ავადმყოფობა, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ზოგჯერ ნაპერწკლისაგან ცეცხლი ჩნდება, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელია და რომელიც უმოწყალოდ ანადგურებს ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში უდიდესი გულმოდგინებით იყო მოგროვილი.
როდესაც კასრში თუნდაც სულ პატარა ხვრელია, რვინო იღვრება მანამდე, ვიდრე პატრონი ამის შესახებ შეიტყობდეს, - თუ იგი გაუფრთხილებელი; ასევე, ერთი შეხედვით მცირე გაუფრთხილებლობა ღუპავს დაუფიქრებელი ადამიანის ცხოვრების ნაყოფს.
"ამაო სიტყვებიც და აზრებიც კი აკრძალულია!.. - ეს უკვე ძალიან მძიმეა". - ამბობენ ქარაფშუტები; "ზედმეტად მკაცრია!" - ფიქრობენ უგუნურნი; ზოგნი ამბობენ: "ამაო სიტყვები საზიანო არ არის და მით უმეტეს - ამაო აზრები". დიახ, პატარა მწერები...
იხილეთ სრულად
"ამაო სიტყვებიც და აზრებიც კი აკრძალულია!.. - ეს უკვე ძალიან მძიმეა". - ამბობენ ქარაფშუტები; "ზედმეტად მკაცრია!" - ფიქრობენ უგუნურნი; ზოგნი ამბობენ: "ამაო სიტყვები საზიანო არ არის და მით უმეტეს - ამაო აზრები". დიახ, პატარა მწერები, უმეტეს შემთხვევაში, შხამიანები და მომაკვდინებლები არ არიან, მაგრამ განა მოისურვებდი, მათით სავსე სივრცეში ცხოვრებას, სადაც ისინი განუწყვეტლივ თვალებში გეჩხირებიან, ყურებში გიბზუიან, გიფორიაქებენ გონებას და გაყენებენ ას...