ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მარცვალი პატარაა, მაგრამ მისი სიმრავლე მთას ქმნის. რას შექმნის ყოველდღიურად გამეორებული პატარა ცოდვები?
თუკი ვინმე ტომარაში ბევრ ქვიშას ჩაყრის და მასთან ერთად ღრმა წყალში გაცურავს, სიმძიმისაგან ისევე ჩაიძირება, როგორც - დიდი ქვისაგან. ასევეა მცირე ცოდვების შემთხვევაშიც, რომლებსაც საერთო სირთულით შეუძლიათ, შეადგინონ სიმძიმე, რომელიც ... იხილეთ სრულად
შესაძლოა, მცირე ცოდვა თავისთავად დიდი მართლაც არ იყოს, და ისიც მხოლოდ შედარებით; სამაგიეროდ, მსგავსი ცოდვების სიმრავლე დიდ ცოდვას შეადგენს.
ნუ იტყვი, რომ ესა თუ ის რაღაც უმნიშვნელო წვრილმანია; წვრილმანები ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია. ნემსით მიყენებული ჭრილობა ზოგჯერ უფრო მეტად ჭრის, ვიდრე - ავადმყოფობა, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ზოგჯერ ნაპერწკლისაგან ცეცხლი ჩნდ... იხილეთ სრულად
როდესაც კასრში თუნდაც სულ პატარა ხვრელია, რვინო იღვრება მანამდე, ვიდრე პატრონი ამის შესახებ შეიტყობდეს, - თუ იგი გაუფრთხილებელი; ასევე, ერთი შეხედვით მცირე გაუფრთხილებლობა ღუპავს დაუფიქრებელი ადამიანის ცხოვრების ნაყოფს.
ჩვენი წინაპრების მიერ ედემში შეჭმული ვაშლი დიდი არ არის, მაგრამ თვითონაც იცი, როგორი შედეგი მოჰყვა მას.