არა რაი უმეტეს შეაბილწებს სულსა, ვითარ შფოთი და ძვირის ხსენებაი მანკიერებით. სადა შფოთი და განხურვებაი არს, მუნ სული სიმდაბლისაი არა დაემკვიდრების. ხოლო ოდეს განიძარცოს კაცი სულისა მისგან სიმდაბლისა, რომელიღა სასოებაი ცხორებისაი ა...
იხილეთ სრულად
არა რაი უმეტეს შეაბილწებს სულსა, ვითარ შფოთი და ძვირის ხსენებაი მანკიერებით. სადა შფოთი და განხურვებაი არს, მუნ სული სიმდაბლისაი არა დაემკვიდრების. ხოლო ოდეს განიძარცოს კაცი სულისა მისგან სიმდაბლისა, რომელიღა სასოებაი ცხორებისაი აქუნდეს მას, გინა ოდეს შეუძლოს მან სლვად გზასა წრფელსა
ჩვენ მოველით მოყვასისაგან სამსახურს და საშინლად გვეშინია იმისა, რომ აღმოვჩნდებით მსახურის მდგომარეობაში. თავს ვიმართლებთ ასაკით, უძლურებით, მდგომარეობით საზოგადოებაში, დაღლილობით, ავადმყოფობით და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ გარდაიქმნ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მოველით მოყვასისაგან სამსახურს და საშინლად გვეშინია იმისა, რომ აღმოვჩნდებით მსახურის მდგომარეობაში. თავს ვიმართლებთ ასაკით, უძლურებით, მდგომარეობით საზოგადოებაში, დაღლილობით, ავადმყოფობით და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ გარდაიქმნებოდა თქვენი ცხოვრება, თუ ამიერიდან წესად გაიხდიდით თანაგეგრძნოთ მოყვასისთვის და შეძლებისდაგვარად დახმარებოდით მას, როგორც უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს. გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება და შეეცადეთ დღეიდან იცხოვროთ ისე, რო...
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“ – რას ნიშნავს სულით სიგლახაკე? ეს ნიშნავს: „... სიმდაბლით ფიქრობდე საკუთარ სულიერ ღირსებებზე, დაიმდაბლო თავი და მიიჩნიო ცოდვილად. ეს ნიშნავს გქონდეს სიამაყის, ამპარტავნების, ქედმაღლობის საპირისპირო თ...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“ – რას ნიშნავს სულით სიგლახაკე? ეს ნიშნავს: „... სიმდაბლით ფიქრობდე საკუთარ სულიერ ღირსებებზე, დაიმდაბლო თავი და მიიჩნიო ცოდვილად. ეს ნიშნავს გქონდეს სიამაყის, ამპარტავნების, ქედმაღლობის საპირისპირო თვისებები. რატომ ეკუთვნით მათ – სულით გლახაკებს სასუფეველი ცათა? იმიტომ, რომ მდაბალი სულითა ხედავს რა თავის უღირსებას, სავსებით მიეცემა უფლის ნებას ისე, რომ საკუთარ სულირ ძალებს არ დაეყრდნობა და ამ მადლით მიეახლება კიდეც ...
„ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ აზროვნებასა და ცხოვრებას, რომ მთავარ საყრდენად ჩვენი საქმეებისა დავისახოთ საკუთარი გონება და ძალ–ღონე და ვიბრძვით, ვცდილობთ ვაკეთოთ რაიმე კარგი, კეთილი და არაფერი გამოგვდის!“ (ღირსი მამის ბორის ნიკოლაევსკის სა...
იხილეთ სრულად
„ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ აზროვნებასა და ცხოვრებას, რომ მთავარ საყრდენად ჩვენი საქმეებისა დავისახოთ საკუთარი გონება და ძალ–ღონე და ვიბრძვით, ვცდილობთ ვაკეთოთ რაიმე კარგი, კეთილი და არაფერი გამოგვდის!“ (ღირსი მამის ბორის ნიკოლაევსკის საუბრებიდან, 1951 წ.). ეს იმიტომ ხდება, რომ დაბრმავებულები ვართ ამპარტავნებით და გვავიწდება, რომ სათნოებათა კიბეზე პირველ საფეხურს სიმდაბლე წარმოადგენს.
თვინიერ სიმდაბლისა (სიმდაბლის გარეშე) არც ერთს სხვა სათნოებას არა აქვს ფასი. სიმდაბლე და სიმშვიდე მით არის საკვირველი, რომ ღირსთა, მაღალთა, სათნოთა კაცთა ღირებასა იგი დააგვირგვინებს და თუ ვისმეს სხვა არაფერი სათნოება არა აქვს და ა...
იხილეთ სრულად
თვინიერ სიმდაბლისა (სიმდაბლის გარეშე) არც ერთს სხვა სათნოებას არა აქვს ფასი. სიმდაბლე და სიმშვიდე მით არის საკვირველი, რომ ღირსთა, მაღალთა, სათნოთა კაცთა ღირებასა იგი დააგვირგვინებს და თუ ვისმეს სხვა არაფერი სათნოება არა აქვს და არაფერი კეთილი საქმით ღმერთი არ ასიამოვნა, შეავსებს მის ნაკლულევანებას და მარტო იგი გაამართლებს, მიიზიდავს თავსა მისსა ზედა ღვთის მოხედვასა: „რამეთუ მოჰხედა სიმდაბლესა ჩემსა“ (ლუკა 1. 48).
სიმდაბლე არის სწორი შინაგანი სულიერი თვითშეფასება, საკუთარი ცოდვების, უღირსობის გაცნობიერება, ღმრთის შემწეობის საჭიროების მუდმივი შეგრძნება. სიმდაბლე არის ყოველი ადამიანის - ღმრთის ხატისა და მსგავსისადმი პატივისცემა. სიმდაბლე ყველ...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე არის სწორი შინაგანი სულიერი თვითშეფასება, საკუთარი ცოდვების, უღირსობის გაცნობიერება, ღმრთის შემწეობის საჭიროების მუდმივი შეგრძნება. სიმდაბლე არის ყოველი ადამიანის - ღმრთის ხატისა და მსგავსისადმი პატივისცემა. სიმდაბლე ყველა ვითარებაში საკუთარი თავის დადანაშაულებას ნიშნავს
ეშმაკს მხოლოდ სიმდაბლით დავამარცხებთ. სიმდაბლე ბოროტი ძალების წინაშე კაპიტულაცია როდია. პირიქით, სწორედ მოღვაწეები იყვნენ მდაბალნი, მაგრამ იმდენად სძულდათ ცოდვა, რომ ცოდვის ჩადენას სიკვდილს ამჯობინებდნენ
თუ მართლა გსურს შენ, ძმაო ჩემო, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე, ესე იგი თავმდაბალი კაცი, ერთ რჩევას მოგცემ მე, და თუ დამიჯერებ და კარგად აასრულებ, უთუოდ შეგეძინება ღვთისაგან მადლი სიმდაბლისა. ყოველ დღე, დილით და საღამოს, ყოველი შენი ლოცვ...
იხილეთ სრულად
თუ მართლა გსურს შენ, ძმაო ჩემო, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე, ესე იგი თავმდაბალი კაცი, ერთ რჩევას მოგცემ მე, და თუ დამიჯერებ და კარგად აასრულებ, უთუოდ შეგეძინება ღვთისაგან მადლი სიმდაბლისა. ყოველ დღე, დილით და საღამოს, ყოველი შენი ლოცვა გაათავე ამ სიტყვებით: „გლახაკ, დავრდომილ ვარი მე. ღმერთო შემეწიე მე“. იცით, ვინ ლოცულობდა ასე? მეფე, წინასწარმეტყველი, ღვთის სულით სავსე დავით. თუ იგი ასე თავმდაბალი იყო, ასე ლოცულობდა, შენ ვინ ხარ, საბრალოვ! შენ უფრო ...