სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.
ადამიანი ღმერთი არ არის; მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა (ლევ. 11, 45; მათე 5, 48).
შენი სათნოებების რიცხვი ზეცაში ვარსკვლავთა რაოდენობის ტოლი რომ იყოს, მაშინაც ვერ იქნები სიწმიდით ღვთის თანასწორი.
რაოდენ მაღალზნეობრივიც უნდა იყოს, სჯული - სულის ღმერთთან მიახლოების სულიერი კიბე - შენზე მაღლა დგას ყოველთვის.
ის კი არ არის ნეტარი, ვინც კარგად იწყებს, არამედ ის, ვინც კარგად ამთავრებს თავის მოღვაწეობას
დიდი შრომა არ არის საჭირო საძირკვლის ჩასადებად, ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც უფრო მაღლა აღიმართება შენობა, მით მეტ სიძნელეებს გამოუჩენს იგი მშენებელს საქმის დასრულებამდე.
როგორც მდინარეში მოცურავე იმდენად არ ფიქრობს იმაზე, ბევრი გამოცურა თუ არა ნაპირიდან, არამედ უფრო მეტად იმაზე - შორია თუ არა იმ ნაპირამდე, რომლისკენაც მიცურავს; რადგან, თუკი თუნდაც ერთი სიჟენის, ანდა ერთი არშინის მანძილის გასაცურა... იხილეთ სრულად
იმ საფეხურებს კი ნუ შეხედავ, რომლებიც უკვე გაიარე, არამედ მათ, რომლებიც კიდევ გასავლელი დაგრჩა.
იმას კი ნუ უყურებ, რამდენი გაიარე, არამედ იმას შეხედე, რამდენი დაგრჩა კიდევ გასავლელი.