ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ლოცვის დროს ცრემლები სულის საუკეთესო განსაწმენდელია; მაგრამ ლოცვის შემდგომ გახსოვდეს რაზე ტიროდი
იმისათვის, რომ სიმშრალისაგან დასუსტებული ბაგირები ასპარეზობის მსვლელობისათვის დაიჭიმოს, მათ წყლით ატენიანებენ; შენც დაატენიანე მხურვალებისაგან დასუსტებული ვნებები, შენი გამომშრალი სული კი - ცრემლიანი ლოცვით და შენი გონებაც განმტკი... იხილეთ სრულად
ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ
როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი.
იმისათვის, რომ ლოცვას მიეჩვიო, ნუ დაელოდები მისდამი განწყობას, არამედ აიძულე საკუთარი თავი, რამეთუ "სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11, 12). მრავალნი შინაგანი აღმაფრენის მოლოდინში სრულებით... იხილეთ სრულად
თუ ლოცვის სული არ გაქვს, შეეცადე, სულ უფრო მეტად შეიცნო, ერთი მხრივ, საკუთარი სიღატაკე, ხოლო მეორე მხრივ, ღვთაებრივი მადლის ნიჭთა სიმდიდრე. მაშინ ღვთისმოშიში ლოცვა თვითონ აღმოხდება შენს სულში.