წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კაცი, ძმანო ჩემნო, სუსტი არის: ერთს საათს ვერ გაატარებს უცოდველად; თითქმის ყოველს წამს სცოდავს ღვთის წინაშე ანუ ფიქრით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით. მაშასადამე, ყოველთვის უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა თვისთა; გარნა ღმერთი იმ პირობით მოგიტევებს ცოდვათა შენთა, თუ შენც მიუტევებ მოყვასთა შენთა შეცოდებათა მათთა. კაცი, ძმანო ჩემნო, სუსტი არის: ერთს საათს ვერ

„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე. მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ისინი შესცოდებენ ჩვენს წინაშე. ამით ღმერთი შენ, ძმაო ჩემო, დაგიდებს პირობასა: თუ გსურს, რომ იგი მოწყალე იყოს შენდამი და მოგიტეოს შენნი ცოდვანი, შენც უნდა მიუტევო, რაიცა შეგცოდეს ძმათა შენთა. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა

ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდკაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს. ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს

„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შენი მხრით ყოველთვის უნდა მუშაობდე, შრომა და მოღვაწება არ დასტოვო; მისთვის მოგცა ღმერთმან ხელი და თავი, მისთვის ჩაგაბარა მიწა და წყალი, რათა იმუშაო, ისარგებლო; გარნა რადგანაც შენ სუსტი ხარ და ღმერთი ყოვლისა შემძლებელი არის, ამისთვის უნდა მას ევედრო კეთილად წარმართოს შენი მუშაობა, შენი ყანა ნაყოფიერ ქმნას. კაცი ღვთისაგან პურსა არსობისასა უნდა ითხოვდეს, ესე იგი რაც საჭირო არის ცხოვრებისათვის. მაშასადამე, კარგი არ იქმნება, რომ კაცმა ლოცვაში ითხოვოს ღვთისაგან ანუ სიმდიდრე, ანუ პატივი, ანუ დიდკაცობა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. ამ

გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე და შენის შრომით შეინახე შენი თავი და შენი ოჯახი. ოდესაც ღმერთი მოგცემს საკმაოდ საზრდოს, ესე იგი საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს, – მადლობა შესწირე ღმერთსა და ცოტაოდენი შენი ნაშრომისაგან განუყავი ობოლსა და გლახაკსა. თუ მოგაკლდა საზრდო, ანუ სხვა რაიმე უბედურება შეგემთხვა, მაშინაც სთქვი: „იყავნ, ღმერთო, ნება შენი“ ნუ დაღონდები, სულგრძელობით მოითმინე, ნუ დაკარგავ სასოსებას ღმერთზედ და ღმერთი შეგეწევა. ღმერთმან ჩვენზედ უმჯობესად იცის, რა არის ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო. შენი მხრით შენ კი უნდა ეცადო, რომ ჭკუითა, შრომითა და კეთილის მოხერხებითა შეიძინო, რაც საჭირო არის ამ ქვეყანაში კაცისათვის, და მერმე, რასაც მოგვცემს ღმერთი, იმით კმაყოფილი იყავ და მადლობდე ღმერთსა. გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე შენის

„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ამ სიტყვებში ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათამცა, როგორადაც ანგელოზნი ცათა შინა ყოველთვის კეთილად აღასრულებენ ნებასა ღვთისასა, ეგრედვე ჩვენ ქვეყანასა ზედა ვიყვნეთ აღმასრულებელნი წმიდისა მისისა ნებისა. რა არის ნება ღვთისა? ნება ღვთისა ჩვენ ზედა ის არის, რათა ჩვენ ამ ქვეყანაზედ ვიყვნეთ კეთილნი აღმასრულებელნი მისისა სჯულისა და მისთა მცნებათა და მომავალსა შინა საუკუნესა მივიღოთ მისგან დაუსრულებელი ნეტარება. სითგან შეიტყობს კაცი ნებასა ღვთისასა? ღვთის ნებას შეგატყობინებს შენ, ძმაო, პირველად შენი ჭკუა და შენი სინიდისი. როდესაც შენ რომელსამე კარგს საქმეს იქმნ, მაშინ კმაყოფილი ხარ და გიხარის; როდესაც ცუდი საქმე შეგემთხვევა, მაშინ გწყინს და გეშინის. ეს შენი სინიდისისაგან არის. მით შენი სინიდისი გასწავლის, რათა მოერიდო ცოდვასა და ყოველთვის კეთილი საქმე აღასრულო. ამაზედ კიდევ უმჯობესად ნებასა ღვთისასა შენ იცნობ საღმრთო წერილითგან. იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა

რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს სიტყვა: „მოვედინ სუფევა შენი?“ სუფევა ღვთისა არის ორგვარი: ერთი ხილული, მეორე უხილავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. ღმერთმან შექმნა ყოველი, რასაც აწ ჩვენ ვხედავთ და ღმერთი მართავს ყოველსა. უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს კაცის აზრში, გრძნობაში, გულისთქმაში და ყოფა–ქცევაში. სუფევა ღვთისა მოვა და იქმნება ჩვენ შორის მაშინ, ოდესცა ჩვენ ვსცხოვრობთ სიწმიდით, მყუდროებით და სიყვარულით. მაშასადამე, როდესაც ჩვენ ვამბობთ: მოვედინ სუფევა შენი, ამით ჩვენ გამოვითხოვთ ღვთისაგან, რათა განმართოს და განსწმინდოს ცხოვრება ჩვენი, ესრედ რომელ, ვინც შეხედავს ჩვენს კეთილს ცხოვრებასა, სთქვას: სწორედ მათ შორის ღმერთი არის, სწორედ ღმერთი სუფევს იმათ გულში. რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ: „ესრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“. თუ შენს კეთილს საქმეს და ცხოვრებას იხილავს უცხო კაცი, მაშინ იგი ადიდებს შენს ღმერთსა და შენს სჯულსა; თუ ნახა, რომ ცუდად ცხოვრებ, მაშინ მას შენი სჯული არ მოეწონება. ამისთვის ყოველი ღონისძიება უნდა იხმარო, ძმაო ჩემო, რომ სახელი ღვთისა არ შეიგინოს შენითა ცუდითა ცხოვრებითა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ:

„წმიდა იყავნ სახელი შენი“ (მამაო ჩვენო). ნუთუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა. წმიდა იყავნ სახელი შენი (მამაო ჩვენო). ნუთუ

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ – ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე, ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ იშვა კაცად, მიიღო ჩვენი სისხლი და ხორცი, და კაცის ბუნება შეუერთა ღვთის ბუნებასა. ვინც მოინათლება, იგი შეიქმნება იესო ქრისტეს ძმად და მას მიეცემა უფლება, რომ ღმერთს უწოდოს თავის მამა. აჰა, ძმანო, რა დიდი წყალობა და ღირსება მოგვცა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მან გაგვხადა ჩვენ ძედ ღვთისად. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა – ვის

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1