კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
649. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავად იყო და ძლიერი ციებ-ცხელება ტანჯავდა, დიდ ბერს სთხოვა ელოცა მისთვის, რათა ავადმყოფობა შემსუბუქებოდა; რადგან ის ავადმყოფობით გამოწვეულ მაღალ სიცხეს ვერ უძლებდა; ამიტომ ამ ბერს წყალი გაუგზავნა, რომ მისი ნაკურთხი წყალი დაელია. ბერმა ილოცა მისთვის და როდესაც მან ნაკურთხი წყალი დალია, მაღალი სიცხე მაშინვე დაუცხრა და ავადმყოფობამ გაუარა. გაკვირვებულმა ძმამ ღმერთი ადიდა და ზოგიერთებს უამბო, თუ რა აღასრულა მასზე ღმერთმა, აგრეთვე, ის ქველმოქმედებაც აუწყა, რომელიც მისთვის წმინდა ბერმა გამოიჩინა. მაგრამ მეორე დღესვე მას ცხელება უფრო დიდი ძალით დაუბრუნდა, და მან კვლავ გაუგზავნა წერილი ბერს და შეწყალება ითხოვა. ბერმა კი უპასუხა: იხილეთ სრულად
646. მითხარი ჩემო მამაო: რამდენად სასარგებლოა ადამიანისთვის თავისუფალი ნებით აღსრულებული სიკეთე და რამდენად უნებლიე?
645. თუკი ვინმე საკუთარ თავს სიკვდილის ხსოვნას აიძულებს და ამიტომ ცდილობს სიკეთე აკეთოს, ნუთუ ის ამის გამო ისეთ საზღარუს არ მიიღებს, როგორც თავისუფალი ნებით მოქმედი?
644. კი მაგრამ როგორ? თუ ადამიანი კეთილ საქმეს სიკვდილის შიშით აკეთებს, ნუთუ ის არ ემსახურება მის ცხონებას?
643. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავადმყოფობდა, იმავე ბერს, იოანეს ჰკითხა: „ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები?“ ბერმა ასე უპასუხა მას:
642. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორი ნივთი მაქვს: ერთი უკეთესი, ხოლო მეორე უდარესი, მაგალითად, ღვინო ან პური; აზრი მეუბნება, უკეთესი გლახაკებს მივცე, მაგრამ საგონებელში ვვარდები, მოვიქცე ასე თუ არა? ანუ მივცე თუ არა მათ უმჯობესი, ხოლო უდარესი ჩემთვის დავიტოვო? ასევე, როდესაც ჩემთან მამები მოდიან, ვფიქრობ, რომ ისინი გლახაკებზე უპირატესებად მივიჩნიო და, რამდენადაც ძალმიძს, შევიწყნარო ისინი. სწორად ვფიქრობ თუ არა? იხილეთ სრულად
637. თუკი ვინმე, თავის საკუთრებას სხვას მიანდობს და ეტყვის, რომ მან ის ნაცნობ ადგილზე მამებს ან გლახაკებს დაურიგოს, მაგრამ ახლოს სხვა ფრიად შეჭირვებული ადამიანები იმყოფებიან, მაშინ ურიგო ხომ არ იქნება, თუკი ის მათაც გამოუყოფს წილს? იხილეთ სრულად