ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როდესაც ლოცვის შემდგომ დრო გავა და დაინახავ, რომ შენში ანთებული ცეცხლი ნელ-ნელა ქრომას იწყებს, მეყსეულად ისწრაფე ლოცვისაკენ და გაყინული გული გაათბე.
ლოცვის დროს ცრემლები სულის საუკეთესო განსაწმენდელია; მაგრამ ლოცვის შემდგომ გახსოვდეს რაზე ტიროდი
იმისათვის, რომ სიმშრალისაგან დასუსტებული ბაგირები ასპარეზობის მსვლელობისათვის დაიჭიმოს, მათ წყლით ატენიანებენ; შენც დაატენიანე მხურვალებისაგან დასუსტებული ვნებები, შენი გამომშრალი სული კი - ცრემლიანი ლოცვით და შენი გონებაც განმტკი... იხილეთ სრულად
ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ
როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი.