ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, საკუთარ თავზე ზრუნავს და ფიქრობს: ოღონდ თვითონ იყოს კარგად და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, - ასეთი ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
ვისაც სურს რომ უფალმა სწრაფად შეისმინოს მისი ლოცვა, მან ყოველი ლოცვის, თვით საკუთარ თავზე ლოცვის წინაც ჯერ საკუთარი მტრებისთვის უნდა ილოცოს; ამის გამო უფალი მის ყოველგვარ ლოცვას შეისმენს.