ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და
იხილეთ სრულად
ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და შეშფოთება გველის. რაღა გვიშველის? ახლანდელი თავის იძულება მოვალეობათა შესრულებისას, სათნოებების შეძენა; სულიერ მშობლებთან ერთობა კი იმ დიდ გასაჭირში განსაკუთრებით შეგვეწევა. ერთობას მაშინ მივაღწევთ, თუკი ჩვენი ცხოვრებით სათნოვეყოფით მათ. თუ ჩვენი ურჩობისა და განკითხვის გამო მოძღვრისგან სულიერად დაცილებულნი ვიქნებით, სიკვდილის ჟამს დემონებისგან როგორღა დავიცავთ თავს? მისი წმი...
link
თუ ვინმე კარგი მორჩილია, მას მხოლოდ მორჩილება კი არ აქვს, არამედ, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევს და სხვა მრავალი სათნოებითაც არის შემკული.
ვინაიდან ქრისტეს სიყვარულმა მოგვიწოდა საბრძოლველად და სულის საცხონებლად აქ მოვსულიყავით, საჭიროა ნებისმიერი გზით მოვიპოვოთ უმთავრესი სათნოება – მორჩილება, რომლის ზოგადი ნიშან-თვისებაა: თუ ვინმე კარგი მორჩილია, მას მხოლოდ მორჩილება...
იხილეთ სრულად
ვინაიდან ქრისტეს სიყვარულმა მოგვიწოდა საბრძოლველად და სულის საცხონებლად აქ მოვსულიყავით, საჭიროა ნებისმიერი გზით მოვიპოვოთ უმთავრესი სათნოება – მორჩილება, რომლის ზოგადი ნიშან-თვისებაა: თუ ვინმე კარგი მორჩილია, მას მხოლოდ მორჩილება კი არ აქვს, არამედ, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევს და სხვა მრავალი სათნოებითაც არის შემკული.
link
სრულყოფილი მორჩილება ყველა სათნოებას მოიცავს
სრულყოფილი მორჩილება ყველა სათნოებას მოიცავს
ღვაწლის დროა, საქმე გვირგვინებს ეხება!
მიზანი კი ცოდვის სამარცხვინო ვნებათაგან გათავისუფლებაა
დავმდაბლდეთ და სიძეს – ქრისტეს შევღაღადოთ: „ჩემი გლახაკი სულის სიძეო, სულელი ქალწულების მსგავსად ნუ დაგვიხშობ შენი ზეციური სასძლოს კარს, არამედ ღირსგვყავ, რომ ჩვენს ლამპრებს ჭარბად ჰქონდეს კეთილი საქმეების, სიყვარულის, სიმდაბლის, ...
იხილეთ სრულად
დავმდაბლდეთ და სიძეს – ქრისტეს შევღაღადოთ: „ჩემი გლახაკი სულის სიძეო, სულელი ქალწულების მსგავსად ნუ დაგვიხშობ შენი ზეციური სასძლოს კარს, არამედ ღირსგვყავ, რომ ჩვენს ლამპრებს ჭარბად ჰქონდეს კეთილი საქმეების, სიყვარულის, სიმდაბლის, სინანულის, ცრემლის, მორჩილების, მოთმინების, სიწმინდის, გულისხმისყოფისა და სხვა სათნოებების ზეთი, რომელიც შენს მოსვლამდე ჩაუქრობლად შეინახავს სინათლეს; რათა ზეციურ ქორწილში მთელი კრებულით შევიდეთ, შენი მადლის ბრწყინვალე დ...
link
სინანული დაუსრულებელი, განუწყვეტელი უნდა იყოს!
როგორც გუთნით ღრმად მოხნული მიწა ნოყიერდება, ასევე სულიც ღრმა ტკივილის, სნეულების ხშირი სტუმრობისას სათნოებებით ნაყოფიერდება! რაც უფრო მეტ ტკივილსა და მწუხარებას იტანს კაცი, მით უფრო მშვენდება მისი გვირგვინი. და თუ მას ძლიერი და მ...
იხილეთ სრულად
როგორც გუთნით ღრმად მოხნული მიწა ნოყიერდება, ასევე სულიც ღრმა ტკივილის, სნეულების ხშირი სტუმრობისას სათნოებებით ნაყოფიერდება! რაც უფრო მეტ ტკივილსა და მწუხარებას იტანს კაცი, მით უფრო მშვენდება მისი გვირგვინი. და თუ მას ძლიერი და მრავალგვარი ტკივილი ამძიმებს, მაშინ დიდების გვირგვინიც ბევრი, ნაირფერი ყვავილითა და მარგალიტით ირთვება.
link