შინაგანი გამარჯვების ყველანაირი პირობა, შესაძლებლობა და საფუძველი, საკუთარ თავზე პირველი გამარჯვება, ნების გადატეხა და ხვთისადმი დანებება ყოველგვარი ცოდვების შეზიზღება და მოკვეთაა. ამ დროს ვნებებისადმი სიძულვილი, ზიზღი და მტრობა ი...
იხილეთ სრულად
შინაგანი გამარჯვების ყველანაირი პირობა, შესაძლებლობა და საფუძველი, საკუთარ თავზე პირველი გამარჯვება, ნების გადატეხა და ხვთისადმი დანებება ყოველგვარი ცოდვების შეზიზღება და მოკვეთაა. ამ დროს ვნებებისადმი სიძულვილი, ზიზღი და მტრობა იბადება, ერთგვარი საბრძოლო სულისკვეთება, რომელსაც ძალუძს სხვა ყველა დამხმარე საშუალების შეცვლა. სადაც ის არაა, იქ გამარჯვება უბრძოლველად უკვე მტრის ხელშია და პირიქით, სადაც ის არის, იქ გამარჯვება არც თუ იშვიათად ასევე უბრ...
link
ღვაწლს თუ შეუდგები, ყურადღებას და გულს მასზე ნუ შეაჩერებ, არამედ, როგორც რაიმე გარეგანს, გვერდი აუარე - მთლიანად ღმერთს მიენდე და როგორც განმაზადებულმა ჭურჭელმა, მადლს გულის კარი გაუღე. ვინც მადლს პოულობს, ის მას რწმენითა და სიბე...
იხილეთ სრულად
ღვაწლს თუ შეუდგები, ყურადღებას და გულს მასზე ნუ შეაჩერებ, არამედ, როგორც რაიმე გარეგანს, გვერდი აუარე - მთლიანად ღმერთს მიენდე და როგორც განმაზადებულმა ჭურჭელმა, მადლს გულის კარი გაუღე. ვინც მადლს პოულობს, ის მას რწმენითა და სიბეჯითის მეშვეობით პოულობს, ამბობს წმ. გრეგოლ სინელი, მარტო სიბეჯითეც ვერ გვიშველის, თუ ამავე დროს ღმერთს არა ვართ მინდობილნი, ვერ მოვიზიდავთ მადლს და ჩვენში, თუნდაც მუყაითად ვიშრომოთ, ჭეშმარიტების სული ვერ აღეშენება. არამე...
link
"ნუ მრისხანე სიტყვასა იტყვით" - ეს დიდ სრულყოფილებას ნიშნავს. მას საფუძვლად გულის გაუღიზიანებლობა უდევს. ის გულში ნაპერწკალივით ღვივის, საკუთარი თავის ღვთის მიბარების გამო. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ უსიამოვნებებს ღმერთი უშვებს ჩვე...
იხილეთ სრულად
"ნუ მრისხანე სიტყვასა იტყვით" - ეს დიდ სრულყოფილებას ნიშნავს. მას საფუძვლად გულის გაუღიზიანებლობა უდევს. ის გულში ნაპერწკალივით ღვივის, საკუთარი თავის ღვთის მიბარების გამო. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ უსიამოვნებებს ღმერთი უშვებს ჩვენს გამოსაცდელად და ჩვენთვისვე საჩვენებლად, თუ რამდენად მტკიცეა ჩვენი შინაგანი სწრაფვა სიკეთისაკენ, ასეთ შემთხვევებში ვალდებულნი ვართ თავი სულგრძელად და რწმენით გვეკავოს, რადგან ჩვენ თავად ღმერთი გვაკვირდება ამ წუთებში. თ...
link
უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას. გამოგიწვდის დახმარების ხელს, გაგამაგრებს და გაგაძლიერებს ისე, როგორც საბრძოლველად გამზადებულ მეომარს. აი, ვის უნდა დაეყრდნო! სულს ხიფათი მაშინ ელის, როდესაც ის საყრდენის პოვნას საკუთარ თავშ...
იხილეთ სრულად
უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას. გამოგიწვდის დახმარების ხელს, გაგამაგრებს და გაგაძლიერებს ისე, როგორც საბრძოლველად გამზადებულ მეომარს. აი, ვის უნდა დაეყრდნო! სულს ხიფათი მაშინ ელის, როდესაც ის საყრდენის პოვნას საკუთარ თავში ცდილობს; მაშინ ის ყველაფერს კარგავს. ისევ დაეუფლება მას ბოროტება, ისევ დაბნელდება მასში არსებული ჯერ კიდევ სუსტი სინათლე და ჩაქრება მასში ძლივს დანთებული კოცონი. სული თუ აცნობიერებს თავის უძლურებას, ნუღარაფერს მოელის ს...
link
აღფრთოვანების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება; თუ ამას შესაფერის ყურადღებას არ მივაქცევთ, მცირედი ხნის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით სულისა და სხეულის მოძრაობის ჩვეულებრივ წრებრუნვას. ცოდვილის მოქცევა აღფრთოვანებით არ მთავრდება, მხო...
იხილეთ სრულად
აღფრთოვანების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება; თუ ამას შესაფერის ყურადღებას არ მივაქცევთ, მცირედი ხნის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით სულისა და სხეულის მოძრაობის ჩვეულებრივ წრებრუნვას. ცოდვილის მოქცევა აღფრთოვანებით არ მთავრდება, მხოლოდ იწყება, ამის შემდგომ მას დიდი შრომა მოელის და ეს შრომა საკმაოდ მძიმეა. ყველაფერი, რაც აქ იგულისხმება, თავისუფლების ორ შემობრუნებაში აღესრულება: თავიდან ის მიიმართება საკუთარი თავისკენ, ხოლო შემდეგ საკუთარი თავიდან ღვ...
link
სასუფეველი ღმრთისაი ჩვენში არს, როცა ჩვენში ღმერთი სუფევს, როცა სული სიღრმეში ღმერთს თავის მეუფედ აღიარებს და მას ემორჩილება ყველაფერში, მაშინ ღმერთი შეუზღუდავად მოქმედებს მასში და "შეიქმს ნებასაცა და შეწევნასაცა სათნოებისათვის." ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღმრთისაი ჩვენში არს, როცა ჩვენში ღმერთი სუფევს, როცა სული სიღრმეში ღმერთს თავის მეუფედ აღიარებს და მას ემორჩილება ყველაფერში, მაშინ ღმერთი შეუზღუდავად მოქმედებს მასში და "შეიქმს ნებასაცა და შეწევნასაცა სათნოებისათვის." (ფილიპ. 2,13). ასეთი სუფევის დასაწყისს საფუძველი სულიწმიდის მადლით ეყრება, უფალ იესო ქრისტეში, ღმრთის გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მაშინ ქრისტიანი თავის ცნობიერებას და თავისუფლებას, რომელიც ფაქტობრივად ადამიანური ცხოვრ...
link