ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
უფრთხილდით ვნებიან გულისსიტყვებს, რომელთაც წარმოსახვები მოსდევს. გამოჩენისთანავე განდევნეთ ისინი, რადგან მათი შეწყნარება საფრთხეში ჩაგაგდებთ – უბადრუკი სულის სიკვდილს მოგიტანთ.
იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლიური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლნი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერ... იხილეთ სრულად
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამი... იხილეთ სრულად
ვნებებისა და ეშმაკების სიძლიერის შემყურე, იმედს ნუ დაკარგავ – ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. ამიტომ გამხნევდი და ნუ გეშინია; უფალი ჩვენთვის იბრძოლებს, ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით (გამ. 14, 14).
მხნედ იბრძოლე და შენში არსებული ვნებების ძლიერება ნუ შეგაშინებს, რადგან მადლი ვნებების ძალაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავის იძულებაზე. სწორედ ამის მიხედვით გამოგვიხსნის უფალი გასაჭირიდან.