აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
საჭიროა აღზრდის საერთო მეთოდით ხელმძღვანელობდეს და ურთიერთკავშირში იყოს ოჯახიც, ეკლესიაც და სასწავლებელიც, ანუ გამთლიანდეს ის გარემო, სადაც მოზარდი ყალიბდება.
შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სი... იხილეთ სრულად
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსადმი თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქა... იხილეთ სრულად
საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თავდადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონდათ; რომ არა ასეთი დამო... იხილეთ სრულად
კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება ... იხილეთ სრულად
უმთავრესი საზრუნავი ჩვენი ბავშვების სწორი აღზრდაა, რადგან ოჯახის კეთილდღეობა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა.
კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.
დედ-მამის რწმენა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, წესიერება და კულტურა დიდ გავლენას ახდენს პატარებზე.
ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ისმენს ის პირველ ზღაპარს, აქ ეზიარება რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა პიროვნებად.