განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა დ...
იხილეთ სრულად
განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა და ურწმუნოებისაგან, ამპარტავნებისა და შურისაგან, ვერცხლისმოყვარების, მრუშობისა და სხვა სიბილწეთაგან და არ იქცევი ტაძრად სულისა წმიდისა, შენ ვერასოდეს იქნები ბედნიერი. ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვ...
როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ღმერთი ნაკლებად გვახსოვს, მისი სიტყვები დავიწყებას ეძლევა. მაგრამ საკმარისია უბედურება თავს დაგვატყდეს, რომ უმალ შევღაღადებთ ღმერთს და მას შემწეობას ვთხოვთ. უბედურების ჟამს ღვთის მცნებები თაფლზე უტ...
იხილეთ სრულად
როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ღმერთი ნაკლებად გვახსოვს, მისი სიტყვები დავიწყებას ეძლევა. მაგრამ საკმარისია უბედურება თავს დაგვატყდეს, რომ უმალ შევღაღადებთ ღმერთს და მას შემწეობას ვთხოვთ. უბედურების ჟამს ღვთის მცნებები თაფლზე უტკბილესი გვეჩვენება, კეთილდღეობის ჟამს კი მწარე, როგორც ნაღველი. იქნებ ასეთ კეთილდღეობას უბედურება სჯობდეს. რა ფასი აქვს ისეთ კეთილდღეობას, თუ ღმერთი დავიწყებას ეძლევა.
სხვისი ბედნიერება არ გიხაროდეს, ეს ცოდვისაგან გაუხეშებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უღირსი თვისებაა. სხვისი სიხარულით რომ გაიხარო, ან ბავშვი უნდა იყო, ან ბავშვივით მიამიტი და უცოდველი.
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30). ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ...
იხილეთ სრულად
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30).ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით, განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე;
მუდამ უნდა გვახოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3, 27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან ი...
იხილეთ სრულად
მუდამ უნდა გვახოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3, 27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან იხსნი ადამიანს, დაეხმარები გაჭირვებულს, სულიერი მღელვარების ჟამს მხარში ამოუდგები მას, მხურვალედ ილოცებ, აღსარების საიდუმლოს საშუალებით გათავისუფლდები ცოდვებისაგან, წმინდა ზიარების წყალობით განიცდი უფალს შენში, აპატიებ შე...
ვინც უდანაშაულო ჩვილების სისხლით ცდილობს, ილუზორული ბედნიერება და სიამტკბილობის უფლება იყიდოს (რომელსაც არაფრის გამო არ დათმობს), ის მსოფლიო ტრაგედიას აჩქარებს, იმ დროს აახლოებს, როცა მსხვერპლთა სისხლით გაჟღენთილი დედამიწა ხანძართ...
იხილეთ სრულად
ვინც უდანაშაულო ჩვილების სისხლით ცდილობს, ილუზორული ბედნიერება და სიამტკბილობის უფლება იყიდოს (რომელსაც არაფრის გამო არ დათმობს), ის მსოფლიო ტრაგედიას აჩქარებს, იმ დროს აახლოებს, როცა მსხვერპლთა სისხლით გაჟღენთილი დედამიწა ხანძართა ალში, შიმშილსა და ომის ქარცეცხლში ტანჯვისგან „მოიკრუნჩხება“.
აღდგომილი ქრისტე გვაძლევს ყოველივეს, რაჲც ცხოვრებისა და ბედნიერებისათვისაა აუცილებელი. უპირველესად იგი გვანიჭებს სულსა და ნიჭს სიყვარულისას, რათა შევუმსუბუქოთ ტვირთმძიმე და მაშვრალ კაცობრიობას გზა მიმავალი ახალთა ცათა და ახალსა ქვ...
იხილეთ სრულად
აღდგომილი ქრისტე გვაძლევს ყოველივეს, რაჲც ცხოვრებისა და ბედნიერებისათვისაა აუცილებელი. უპირველესად იგი გვანიჭებს სულსა და ნიჭს სიყვარულისას, რათა შევუმსუბუქოთ ტვირთმძიმე და მაშვრალ კაცობრიობას გზა მიმავალი ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა... რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს (2 პეტრე 3, 13).
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისვვე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი...
იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისვვე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი. განგიცდია შენ ეს ყოველი? - ეს სისასტიკეა. - შეიძლება თქვა ან გაიფიქრო; მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა...
ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდმივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი საზოგადოების შექმნა...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდმივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ბედნიერი იქნება, უტოპიაა, რადგან, როგორც ნათქვამია, ქვეყანა სამოთხე არ არის, არამედ ადგილი - სამოთხიდან განდევნილთა.