გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვნებები და ცუდი ჩვევები, გულის ნიადაგზე აღმოცენდება. მათი ეკლიანი ფესვები მრავალი შრომით, ოფლითა და ცრემლით ამოიძირკვება, რომ გულის ნიადაგი განიწმინდოს და იქ თესლი – ღვთის სიტყვა – დაითესოს.
შენი უფლისა და ღვთის ხმას თუ გაიგონებ, გულს ნუ გაიქვავებ და ისმინე, რას გეტყვის: „იტყოდის იგი მშვიდობასა... წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ" (ფსალმ. 84, 8).
ტკივილი აფაქიზებს, არბილებს გულს და განაგდებს სისასტიკეს. ამგვარად დარბილებულ გულში მზადდება ნიადაგი ჭეშმარიტი სინანულის დასათესად და ჩვენს გამოსასწორებლად.
51. როცა შენიშნავ, რომ შენი გონება ნივთიერ საგნებში ტკბობას ჰპოვებს და მათზე სიამოვნებით ფიქრობს, იცოდე, რომ ღმერთზე მეტად შენ ისინი გიყვარს. "რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი", ამბობს უფალი (მათ.6,21).
ბედნიერებასთან ზიარების წყურვილი თითოეული ჩვენგანის სულშია ჩადებული და ეს ჩვენი შეუვალი უფლებაა. ოღონდ ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძებოთ და თუ იქ ვერ ვიპოვნით, სხვაგანაც ვერსად ვნახავთ მას.