დროის უქმად კარგვა, უსაქმურობა - ციტატები, გამონათქვამები
დროის უქმად კარგვა, უსაქმურობა - ციტატები, გამონათქვამები დროის უქმად კარგვა, უსაქმურობა
ბუნებაში ყველა, მცირიდან დიდამდე, განუწყვეტელ მოღვაწეობაშია: უსულო ქმნილებანი (მზე, მთვარე, დედამიწა), ცხოველები, ანგელოზები - ნუთუ მხოლოდ ადამიანია გამონაკლისი ამ კანონიდან?
თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის.
სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენი ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშე... იხილეთ სრულად
ვიდრე დრო გვაქვს, ვაკეთოთ სიკეთე. დედამიწაზე ყოველგვარი დანაკარგი შეიძლება ანაზღაურდეს (თუ მთლიანად არა, რამდენიმე მაინც) სხვა რაიმეთი; მაგრამ, როდესაც ვკარგავთ დროს, მაშინ სხვას ვეღარ ვიპოვით.
უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი - მადლობა ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის, სთხოვე კურთხევა მომავლისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები,... იხილეთ სრულად
ის საათები, როცა არ ფიქრობ ღმერთზე და როცა გონებასა და გულში არანაირი კეთილზნეობრივი ფიქრი არ გიელვებს, დაკარგულად ჩათვალე შენთვის. დაფიქრდი, საყვარელო ქრისტიანო, რამდენი დრო დაგიკარგავს!ითხოვე უფლისგან პატიება წარსულისათვის და ამ... იხილეთ სრულად
დრო ძვირფასია, მაგრამ რაოდენ ფუქსავატური დამოკიდებულება აქვთ მისდამი, როგორ ნაკლებად აფასებენ მას? - "როდესაც თქვენი ღვინო ილევა, მწუხარენი ხართ, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ხოლო როდესაც კარგავთ დროს - მხიარულდებით!"