ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
11. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს.36,27), ე.ი. უნდა ებრძოლო ბოროტს, რათა ვნებები შეამცირო, შემდეგ კი იფხიზლე, რათა ისინი არ გაგიმრავლდნენ; და კვლავ იბრძოლე, რათა სათნოებანი მოიპოვო და ამის შემდეგ იფხიზლე, რათა ისინი შეი... იხილეთ სრულად
58. ყურს ნუ მიაპყრობ მაწყევარის ენას, ნურც ავსიტყვაობის მოყვარულისას, სიამოვნებით რომ ამბობს ან ისმენს მოყვასის საწინააღმდეგო სიტყვას; რათა არ განეშორო ღვთის სიყვრულს და უცხო არ გახდე მარადიული ცხოვრებისათვის.
56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტ... იხილეთ სრულად
50. გონება ღვთის იმედს კარგავს მაშინ, როცა ბოროტი და უწმინდური გულისთქმების თანამოსაუბრე ხდება.
37. ვინც თავისი გულმოდგინებით სიყვარულის ნაყოფი მოიმკო, ის აღარ განშორდება მას, ათასგვარი ბოროტებაც რომ იგემოს. ამაში გვარწმუნებენ ქრისტეს მოწაფე - სტეფანე და მისი მსგავსნი და თავად ქრისტე უფალი, რომელიც მის მკვლელთათვის ევედრებოდ... იხილეთ სრულად
36. უბიწოება არის მშვიდობიანი მდგომარეობა სულისა, რომლის წყალობითაც მას არ ძალუძს ბოროტება.
28. ღვთის სიყვარულის მომპოვებელი ჰგავს ღვთაებრივ იერემიას, რომელის "არ წუხს, თავისი უფალი ღმერთის მიმდევარი" (იერ.17,16), არამედ ვაჟკაცურად იტანს ყოველგვარ შრომას, შეურაცხყოფას და დამცირებას, არავის მიმართ განიზრახავს ბოროტებას.