უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
ბედურების შემდეგ მაინც თქვი, რისი თქმაც თავად უბედურების ჟამს ვერ შეძელი: "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე".
განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს, სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? - განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვი... იხილეთ სრულად
უბედურებას შეხვდი არა როგორც მტერსა და მტანჯველს, არამედ, როგორც - ცოდვების გამო სამართლიან დამსჯელს, როგორც - სულიერ სნეულებათა ექიმს, როგორც ღვთის მიერ მოვლენილს, როგორც მადლის მაცნეს: უფალს ვინც უყვარს, ტანჯავს" (ებრ. 12, 6).
მან, ვისაც სურს, თავიდან აირიდოს მომავალი უბედურებები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა
საშინელებაა მწუხარების გარეშე დიდხანს დარჩენა. დამდგარი წყალი ჭაობად იქცევა, ქარიშხლები და ქარები კი აცოცხლებენ და შემოქმედებითად აღანთებენ მას.