გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენა - ციტატები, გამონათქვამები
ბრძოლის მიზეზი დევს არა გონებაში, როგორც ასეთში, არამედ სიამაყეში ჩვენი სულისა. სიამაყისგან ძლიერდება წარმოსახვების მოქმედება, მორჩილებით კი იგი წყდება. სიამაყე „იჭაჭება“ შექმნას თავისი სამყარო, მორჩილება კი ღებულობს ცხოვრებას ღმე... იხილეთ სრულად
39. ღვთისმოყვარულის გონება არა საგნებისა და მათზე ფიქრის, არამედ იმ ვნების წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც ფიქრებს ახლავს, ე.ი. ის ეწინააღმდეგება არა დედაკაცს, ან მაწუხებელს და მათ წარმოსახვას, არამედ ვნებებს, რომლებიც ამ წარმოსახვებს... იხილეთ სრულად
45. ისევე როგორც შეუძლებელია ერთ სოლინარში (მილი, არხი, სადინარი) ცეცხლისა და წყლის თანადროულად გასვლა, ასევე შეუძლებელია გულშიც ცოდვის შესვლა, ვიდრე არ დააკაკუნებს იგი ჯერ გულის კარზე უკეთური შემოტევის წარმოსახვის მიერ.
180. ყოველი გულისზრახვა გონებაში წარმოქმნის გრძნობადი საქმის წარმოსახვას, რადგან არის რა სწორედ გონება „ასირიელი“ (სატანა), სხვაგვარად არ ძალუძს მას ჩვენი ცთუნება, თუ არ ისარგებლებს ჩვენეული შეგრძნებებითა და ჩვევებით.
91. დიადი რამაა, როცა არ მიელტვი საგნებს, მაგრამ გაცილებით მეტია, როცა არ გიპყრობს მათი წარმოსახვის ვნება, რამეთუ ბოროტი სულები თავად საგნებზე მეტი გააფთრებით მათ წარმოსწახვათა მეშვეობით გვებრძვიან.
141. არ თქვა, არ მსურს და მოდისო (უკეთური წარმოსახვა), აშკარაა, რომ თუ თვით ეს საქმე არა (ე.ი. ეს უკეთური საქმე, ეს ცოდვისმიერი გულისზრახვა და ქმედება), ამ საქმის მიზეზები მაინც გიყვარს.
უფრთხილდით ვნებიან გულისსიტყვებს, რომელთაც წარმოსახვები მოსდევს. გამოჩენისთანავე განდევნეთ ისინი, რადგან მათი შეწყნარება საფრთხეში ჩაგაგდებთ – უბადრუკი სულის სიკვდილს მოგიტანთ.
შეიძლება ლოცვაზე წარმოვისახოთ უფალი, წმიდანები? შეიძლება ჩვენში აღვძრათ ანგელოზების ნახვის სურვილი, ან იესო ქრისტეს ტანჯვის თანაგანცდა?