სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები
სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები სხვა თემა, გამონათქვამები, ციტატები
ახლომხედველი მიიჩნევს, რომ სამყაროს საზღვრები მის თვალსაწიერს არ სცილდება. თვით მზე, რომლის სხივი ყველაზე მახვილ მზერასაც კი უკან მოიტოვებს, გონება რომ ჰქონდეს ასეთი განსჯისაგან თავს შეიკავებდა.
ნუ გასცემ პასუხს ადამიანს კითხვაზე, ეს ქვეყანა უსასრულოა თუ არა. თუ ქვეყანას ბორცვიდან გადმოხედავ, მართლაც აქვს დასასრული, სხვა სიმაღლიდან კი ბოლო არ უჩანს.
ცოდნას, რომელიც აღმოსავლეთში აღმოცენდა, ადამიანი ღმერთთან მიჰყავს, მაშინ როცა დასავლეთში არც თუ ისე იშვიათად ცოდნა მას ღვთისგან განაშორებდა.
ადამიანი ბუნებით კეთილი და თვინიერია, ამსოფლიური სული კი მის გაღიზიანებას იწვევს. ამ სულმა ცხვრები მგლებად აქცია, სული, რომელიც უფლისაგან გამოვალს, მგლებს ცხვრებად აქცევს.
ადამიანს არასოდეს ექნებოდა საკუთარი თავის პატივისცემა, თუნდაც ფიქრით რომ გაემიჯნოს წინაპრებს, შთამომავლობას და გარშემომყოფთ.
ჩვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა ჩვენზე იმდენად არ არის დამოკიდებული, რამდენადაც იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.