კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
უფლის შვილო, ყველა კეთილი საქმისადმი აიძულე საკუთარი თავი. თუკი სიკეთის ქმნა არ შეგვიძლია და ისევ ვეცემით, დაცემულები ნუ დავრჩებით, არამედ ავდგეთ ხოლმე და ჩვენი მაცხოვრისგან შენდობა ვითხოვოთ. ხოლო რომელმაც თავის მოწაფეს დამნაშავის... იხილეთ სრულად
72. რაოდენ შერხვენასაც მიიღებს ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტების გამო, ასგზის მეტად იდიდება იგი მრავალთა მიერ, უმჯობესია კი ყოველივე სიკეთის კეთება სამერმისოთა გამო.
სიმდიდრე სიკეთეა, როდესაც მას ქველი საქმისათვის მოიხმარ. ბოროტებაა, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს თავისუფლება შესძინოს, მას საკუთარ მსახურად აქცევს.
საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო.
განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა, მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ.
ჩვენ კი არ გავიღეთ მოწყალება, ღმერთმა მოიღო ჩვენზე და სიკეთე გაგვაკეთებინა. ასეთი საქმე ღმერთის წყალობა და კურთხევა არის