ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლ...
იხილეთ სრულად
ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.
გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი იესოს ღვთაებრივ სიტყვას. „ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო... ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩე...
იხილეთ სრულად
გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი იესოს ღვთაებრივ სიტყვას. „ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო... ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა“ (ფსალმ. 83, 1-2). დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. „მე მოვედ, რათა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოან. 1...