სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
სათნოება ყოველთვის უსაფრთხოა. როდესაც საუნჯეს გარეთ გამოფენენ, ის გატაცების საფრთხის წინაშე დგება. ცოცხალი ფერები მზის სინათლისაგან ხუნდებიან
ეცადე, ისე იცხოვრო, რომ სხვებისთვის მაგალითი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას - ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას.
სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე მორწმუნენი გამუდმებით უნდა აღასრულებდნენ სიკეთეს და არ უნდა ფიქრობდნენ იმის შესახებ, უცქერს თუ არა ვინმე მათ საქმეს.
სიკეთის ქმნა ადამიანთა თვალწინ იმისათვის, რომ მათი პატივისცემა მოიპოვო, ნიშნავს იმას, რომ მეტისმეტად იაფად შეაფასო საკუთარი თავი და შენი შრომა - ეს იმას ნიშნავს, დაღუპო შენი კეთილი საქმეები ღვთის წინაშე.
იმისათვის, რომ სათნოეყო ღმერთს, მხოლოდ კეთილი საქმეების აღსრულება არ კმარა, არამედ ისინი კეთილად უნდა აღასრულო.
ქმნა იმისა, რაც ღმერთს სურს და მაგრამ არა ისე, როგორც მას სურს, ნიშნავს, ცუდად გააკეთო სიკეთე და, შესაბამისად, საერთოდ არ აღასრულო იგი.
საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს.