რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესუ...
იხილეთ სრულად
რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესულიყვნენ მას შინა. არა ძმანო, სასუფეველი ცათა არის და დაიწყება ქვეყანასა ზედა, კაცთა შორის; იგი არის უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, ოდეს კაცი დაუმორჩილებს გულსა თვისსა სიმართლესა სახარებისასა და ატარებს ცხოვრებასა თვი...
"სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი"(ინ. 14,2). მე, გლახაკი ამ სიტყვებზე დავფიქრდი და ზეციური სასუფევლის ნახვა ვინატრე, ხუთი დღე-ღამე...
იხილეთ სრულად
"სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი"(ინ. 14,2).მე, გლახაკი ამ სიტყვებზე დავფიქრდი და ზეციური სასუფევლის ნახვა ვინატრე, ხუთი დღე-ღამე ვფხიზლობდი და ვლოცულობდი, უფალს ვთხოვდი, ასეთივე ხილვის ღირსი გავეხადე. გულმოწყლე უფალმა ნუგეში არ მომიშალა რწმენაში და ის მარადიული საცხოვრებელი მიჩვენა, რომელშიც მე, მიწიერმა ღატაკმა მწირმა, წუთიერად აღტაცებულმა, არ ვიცი სხეულით თ...
149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ გავაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში....
იხილეთ სრულად
149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ გავაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში. ეს ცხადყო უფალმაც, რაოდესაც თქვე: „ცათა სასუფეველი თქვენს შიგნითაა“ (ლკ. 17.21). იგივე თქვა მოციქულმაც: „არსებობს რწმენა – შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ. 11.1); კიდევ: „იმგვარად რბოდეთ, რომ მიაღწიოთ“ (I კორ. 9.2...
146. თუ გსურს ცხონება და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლა (I ტმ. 2.4), ეცადე ყოვლითურთ აღემატო გრძნობადს და მხოლოდღა სასოების მიერ შეეტკბო ღმერთს, რადგან ამ სახით შენდა უნებურად ამა სოფლისგან მიდრეკილი ჰპოვებ იმათ, თავდასხმების გზ...
იხილეთ სრულად
146. თუ გსურს ცხონება და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლა (I ტმ. 2.4), ეცადე ყოვლითურთ აღემატო გრძნობადს და მხოლოდღა სასოების მიერ შეეტკბო ღმერთს, რადგან ამ სახით შენდა უნებურად ამა სოფლისგან მიდრეკილი ჰპოვებ იმათ, თავდასხმების გზით შენ რომ გებრძვიან. ესენია „მთავრობანი და ხელმწიფებანი“, ხოლო დაამარცხებ რა ამ ძალებს და კვლავაც დარჩები რა კეთილმსასოებელი, გექნება მადლი ღვთისა, რაც გადაგარჩენს სამომავლო რისხვისგან
43. თუკი ვალდებულნი ვართ, რომ დღიურად აღვასრულებდეთ, რაც კი რამ კარგი აქვს ჩვენს ბუნებას, ადრე ჩადენილ ბოროტებათა სანაცვლოდ რაღა გადავუხადოთ ღმერთს? (იგულისხმება, რომ ჩვენი სათნოებითი მოღვაწეობა არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩადენილ ცო...
იხილეთ სრულად
43. თუკი ვალდებულნი ვართ, რომ დღიურად აღვასრულებდეთ, რაც კი რამ კარგი აქვს ჩვენს ბუნებას, ადრე ჩადენილ ბოროტებათა სანაცვლოდ რაღა გადავუხადოთ ღმერთს? (იგულისხმება, რომ ჩვენი სათნოებითი მოღვაწეობა არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩადენილ ცოდვათა გამო ჩვენგან გაღებული გადასახადი სასუფევლის მოსაპოვებლად, რადგან სასუფეველი მხოლოდ ღვთის წყალობაა და არა ჩვენი ღვაწლის აუცილებელი ლოგიკური შედეგი, არა ჩვენ მიერ გაღებული "გადასახადის", გაწეული ღვაწლის ნაცვალგება).
155. უხრწნელების გვირგვინი, სათნოება და ცხონება ადამიანისა, ესაა კეთილწადიერად და მადლიერებით დათმენა უბედურებისა, ხოლო ალაგმვა რისხვისა, ენისა, მუცლისა და სიამეთმოყვარეობისა უდიდესი შემწეობაა სულისთვის.