თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ...
იხილეთ სრულად
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.
არ არსებობს სათნოება, რომელიც ადამიანს ღმერთთან დაამეგობრებს და შეაერთებს და რომელიც სიყვარულზე არ არის დამოკიდებული და მას არ მიემართება, არამედ ის აუცილებლად - მასზეა დამყარებული და მისით განმტკიცებული.
სათნოება თავისი არსით ერთია (ეს სიყვარულია), მაგრამ სულიერ ძალებში სახეს იცვლის, ისევე, როგორც სინათლის შუქს ფორმა არა აქვს, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, იღებს იმ სივრცის ფორმას, რომელსაც გადის.
"ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი - ამ ცისქვეშეთში" (ეკლ. 3, 1); როგორ არ უნდა გქონდეს დრო ლოცვისა, რომელიც უპირველესია ამ ცისქვეშეთში?