თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ერთ სულიერ მონაზონს პირდაპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: "თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნები... იხილეთ სრულად
ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ხან სიმდაბლის მაცოცხლებელ წყალს აღმოადინებს და ხან ამპარტავნების და პატივმოყვარეობის სიცხე აშრობს. არამედ უვნებელობის წყარო იყოს იგი, რომელიც სიგლახაკის წყალს აღმოადინებს
იცოდე ძმაო, რომ "ღელეთა განამრავლონ იფქლი" (ფს. 64,13). ღელე არის თავმდაბალი სული, რომელიც აღმოედინება "ბორცვთა შორის" (ფს. 64.12) შრომისა და სათნოებისა; და ის უძრავად, ქედმაღლობის გარეშე იმყოფება
დავითი ამბობს: არ მიმარხულია, არც მღვიძარებაში ვყოფილვარ, არც შიშველ მიწაზე ვწოლილვარ, არამედ "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე" უფალმა (ფს. 114,6)
სინანული აღადგენს და აღამაღლებს სულს, გლოვა ცის კარზე რეკს, ხოლო ნეტარი სიმდაბლე გააღებს მას, მე - მთქმელი ამისა, თაყვანისვსცემ სამგვამოვანებასა ერთარსებით და ერთ-არსებასა - სამებით
ყოველივე ხილულს მზე ანათებს და სათნოების ყოველგვარ საქმეს სიმდაბლე განამტკიცებს
თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის
ერთი საქმეა თავმაღლობა, მეორე - თავაუმაღლებლობა, მესამე - სიმდაბლე; რადგან პირველი მათგანი განიკითხავს სხვებს, მეორე - არავის განიკითხავს, მაგრამ არც საკუთარ თავს განსჯის, მესამე კი - უდანაშაულო, გამუდმებით ისჯის თავს
სხვაა სიმდაბლე, სხვაა მოღვაწეობა სიმდაბლის მოსახვეჭადდა სულ სხვაა - ქება მდაბლისა. პირველი სრულთა კუთვნილებაა, მეორე ჭეშმარიტი მორჩილების, ხოლო მესამე ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნის
ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ განიძარცვება. რადგან, თუ შიგნით სიმდიდრე არ არსებობს, კარიდან მას ვერ გაიტანენ