ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჭეშმარიტი ლოცვის დროს ადამიანის სხვა ორგანოები და გრძნობები დადუმებულნი არიან. იგი დგას ღმრთის ტახტის წინაშე და ერთი მხრივ თავის განუზომელ სიგლახაკეს გრძნობს, ხოლო მეორე მხრივ, ღმრთის განუზომელ მოწყალებას.
ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა. როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა კაცის სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არის კაცის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არა მხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდებ... იხილეთ სრულად
წმინდა ლოცვისკენ მიმავალი გზა ვნებებთან ბრძოლით იწყება. ვიდრე ვნებები ბობოქრობენ, ლოცვაში წარმატებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ისინიც კი ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ ლოცვის მადლის მოსვლას, რომ არ ყოფილიყო უზრუნველობა და ცუდმედიდობა.
ჩვენი ლოცვა წარმატებისა და სიხარულის ჟამს – ეს ერთგვარი ლოცვითი კაპიტალია, რომელიც უფრო მეტად გამოგვადგება, ვიდრე ამწუთიერი ლოცვა მწუხარებისა და ტანჯვის ჟამს, როცა ისინი კარს მოგვადგებიან ხოლმე.
ჩვენი ზნეობრივი ძალები, თუ მათ ლოცვა მართავს, ყველა განსაცდელზე ძლიერი ხდება და მათზე იმარჯვებს.
ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლოცვა ღმრთის სათნო საქმეთაგან უპირველესი და ყველაზე აუცილებელია. მას ყველა წმინდა სათნოებაში შევყავართ, ის ნერგავს ჩვენში სათნოებებს, ის სრულყოფს მათ, ის აქცევს მათ უკვდავად და მარადიულად. ამიტომ მოგვე... იხილეთ სრულად