ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებუ...
იხილეთ სრულად
ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებულობს თავის ზეციურ სასუფეველში ჯიუტი, ბოროტი ნების ადამიანებს.
როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა.
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიც...
იხილეთ სრულად
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიცდით, მადლის მეოხებით ღვაწლად შეგვერაცხება.