წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
შური არს მწუხარება, რომელსა კაცი ჰგრძნობს გულში, ოდეს იგი ჰხედავს სიკეთესა, წარმატებასა და ბედნიერებასა თვისის მოყვასისასა.
თემა: ქრისტიანობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა–ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერი მდგომარეობა, მაშინ შენცა გაქვს გულში მხოლოდ ასო (ნაწილი) მცნებისა და არა სული მისი.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კარგია მარხვა. დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რაც გინდა მდიდარი იყოს კაცი, მაინც არ უნდა დაუტევოს შრომა. წინააღმდეგ ამისა, თუ მან განისვენა, იგი ზარმაცდება, მიეჩვევა უქმობასა, და უქმობა შთააგდებს მას მრავალთა ცოდვათა შინა და ბოლოს სიმდიდრესაც დაჰკარგავს იგი და ყოველსა სულიერსაცა ღირსებასა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვასა კაცის გულში გაძლიერებულს, ეწოდება სახელად ვნება. რისთვის? მისთვის, რომელ იგი ავნებს, სტანჯავს სულსა და ხორცსა კაცისასა. ზოგიერთს საწამლავს გემო ტკბილი აქვს, მაგრამ მოქმედება სასიკვდინე; აგრეთვე ზოგიერთი ცოდვა ერთს წამს დაატკბობს კაცსა, გარნა მერმე ავნებს მას და გააფუჭებს.
თემა: ვნებებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. სულიერნი ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულვილი, ამპარტავნება, პატივისმოყვარება და სხვანი ცოდვანი მოქმედებენ ვითარცა საწამლავი, არათუ მხოლოდ სულსა შინა კაცისასა, არამედ თვით ხორცსა შინა მისსა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებს გამოსვლას ცოდვათაგან, გარნა ეგოდენ არის შეკრული, რომელ ვერ ასრულებს თვისსა სურვილსა. აჰა, რა სახით წაახდენს ცოდვა კაცსა და მოაკლებს მას მისთა დიდთა ნიჭთა, გონებასა და თავისუფლებათა
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცს ღმერთმან მისცა ორნი უმთავრესი ნიჭნი, რომელნი მას დაამსგავსებენ თითქმის ღვთაებასა; ესე იგი, პირველად ჭკუა ანუ გონება, და მეორედ ნება, ანუ თავისუფლება.
თემა: ნიჭი, ტალანტიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ეშმაკნი დასაბამითგან იყვნენ ანგელოზნი, ნათლით შემოსილნი. მაშასადამე, რამ წაახდინა და რამ დაამახინჯა მათი ბუნება ამ ზომად? – ცოდვამ, ღვთის წინააღმდეგობამ. იგინი განდრკნენ ღვთისაგან, შეიქმნენ ღვთის ურჩნი და შეიყვარეს ღვთის წინააღმდეგობა, სიცუდე, ბოროტება და სიცრუე; ამისთვის, ნაცვლად სინათლისა, მათ შეიმოსეს სიბნელე და შეიქმნენ უკეთურნი და ბოროტნი.
თემა: ეშმაკიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი