თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი ზეციური მეუფე შეიძლება მიწიერი მეუფის მაგალითით წარმოვიდგინოთ; რადგანაც მეფე ზოგჯერ თვითონვე, ზოგჯერ - მეგობრების ხელით, ზოგჯერ კი სრულიად უცნობი გზით უგზავნის საჩუქრებს თავის მეომრებს; მისი მადლი კი ჩვენში, ჩვენივე სიმდაბლი... იხილეთ სრულად
სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი"
დიდი უბედურებაა ჩვენტვის, როცა თავს მართალ კაცად შევიგრძნობთ. აღიბეჭდეთ მეხსიერებაში: როგორც კი ეს შეგრძნება მოვა, თუნდაც სუსტი ძალიტ თქვენი საქმე ცუდად მიდის. რაც უფრო ცოდვილად იგრძნობთ თავს, მით უფრო მართებული იქნება თქვენი გზა
მდაბალი მონაზონი არ გამოიძიებს დაფარულ და გამოუთქმელ საქმეებს ხოლო ამპარტავანი ღმრთის საიდუმლო განგებულებებს იკვლევს
როგორც თოვლში ცეცხლი არ იპოვება, ასევე, არც მწვალებელთან იპოვება თავმდაბლობა. ეს სათნოება წმინდა და ღმერთისმოყვარე მართლმორწმუნეთა კუთვნილებაა
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში