ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
სატანა აბრმავებს ადამიანს, რათა ცოდვაში ჩააგდოს იგი, შემდეგ კი თვალს აუხელს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს (მათე 27, 3; ებრ. 3, 13).
რა შეიძლება იყოს ცოდვაზე დამღუპველი, რომლიდანაც წარმოსდგება ყველა დანარჩენი უბედურება? იგი განაშორებს ადამიანს ღმერთს, ერთმანეთს მტრად გადაჰკიდებს ადამიანებს, საკუთარ თავთანაც კი აუცხოებს.
ცოდვა სულს განაშორებს მშვიდობას, გონებას - სინათლეს, სხეულს - უხრწნელობას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - ყველანაირ სიკეთეს. იგი იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს თესავს, რაც ადამიანს ჯოჯოხეთში აგდებს.
ცოდვა და მწუხარება განუშორებელი ჯაჭვითაა დაკავშირებული ერთმანეთთან: "ჭირი და იწროება ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა" (რომ. 2, 9).
არ არსებობს ცოდვილი, რომელიც თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს იონათანივით არ ამბობდეს: "ცოტაოდენი თაფლი ვიგემე; აჰა, მზად ვარ სასიკვდილოდ" (1 მეფ. 14, 43).