სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


"ვისაც სძულს თავისი ძმა, ბნელშია აქამომდე"

სიყვარულის მქადაგებელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ბნელშია აქამომდე“ (1 ინ. 2, 9). „ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (1 ინ. 3, 15). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 ინ. 4, 20). სიყვარულის მქადაგებელი წმიდა იოანე

ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე. ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე

„ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი“ (ინ. 3, 16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებოდით. ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე

მოციქული გვასწავლის: „ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს“ (1 ინ. 4, 20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში გადადის; საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიყვარული კი ეგოიზმსა და ნარცისიზმს შობს. მოციქული გვასწავლის: ვინც ამბობს, რომ უყვარს


ყველაფერი მივიღოთ მადლიერებით!

შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და, ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული - სიხარული თუ განსაცდელი - უნდა მივიღოთ მადლიერებით. შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და


სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს

ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს... ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში“ (1 ინ. 4, 18). ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო

ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და ასევე სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა. ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის


უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს უფალი

მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის, და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.
უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ. მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს

სიყვარულია, რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. სიყვარულია, რისი აღსრულებაც ამქვეყნად

თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ. თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2