ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


აი, ამისი საშუალება მოგვცა ძე ღვთისამ!

ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა, სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაბრუნებოდა.
აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით. ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან

ყოველი პიროვნება განუმეორებელია, დაჯილდოებულია მარადიული სიცოცხლით, შემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით. ყოველი პიროვნება განუმეორებელია


ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია

ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია, რომ იგია საზომი საზოგადოებრივი და მატერიალური ყოველგვარი სიმდიდრისა. თვით ისტორიაც სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც საზოგადოების ისტორია, არამედ როგორც ადამიანის განვითარებისა და სულიერი სრულყოფის ისტორია. ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ ამქვეყნად

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ეკლესიის დანიშნულებაა, განაცალკეოს ადამიანი ბოროტისაგან

ეკლესიის არსიც ისაა, რომ განაცალკეოს ადამიანი ბოროტისაგან, შეაგრძნობინოს მას თავის თავში ხატება ღვთისა, რომელიც მოწოდებულია სულიწმიდის სავანედ, ღვთის ხატად ქმნისათვის. ეკლესიის არსიც ისაა, რომ განაცალკეოს ადამიანი

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი ხომ ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა შორის. იგი არის დიადიც და ძალიან მცირეც. მასშია ზეცის სიმაღლე და სიმდაბლე ჯოჯოხეთისა. ადამიანი ხომ ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა თუ იმ კულტურისათვის სასურველ ნიშნებს დაწერ. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის მიუღებელი სოციალური თუ კულტურული სისტემების ძლიერ ზეგავლენასაც კი ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა

ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება, სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა. ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი დეგრადირდება უფლის გარეშე!

დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი ხდება ის. დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან


ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ!

აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.) და წმინდა გრიგოლ პალამა (XIV ს.): „ადამიანი დიადი სამყაროა მცირე დასახულობაში განცხადებული“, „იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან“.
წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“ (ფს. 81, 6). „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (1 კორ. 3, 16).
ე.ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?! აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2