მტრობა - ციტატები, გამონათქვამები

მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტიანი ერთ მტერსაც კი არ უნდა სცნობდეს მთელ ქვეყანაზე, თუნდაც ქვეყანამ ერთი მეგობარიც კი არ გაიმეტოს მისთვის. ქრისტიანი ერთ მტერსაც კი არ უნდა სცნობდეს

ნაბრძანები გვაქვს, მტრად ვიყოთ მხოლოდ ეშმაკთან; მას ნურასოდეს შეურიგდები ნაბრძანები გვაქვს, მტრად ვიყოთ მხოლოდ

955. როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ძლიერ მემტრება და მუდამ ცილს მწამებს?
ერთ–ერთ პეტერბურგელ მღვდელს ერთხელ ერთი მინისტრი ეწვია და შესჩივლა: „მამაო, რა ვიღონო? მე ბევრი მტერი მყავს, რომლებიც სრულიად უმიზეზოდ ხელმწიფესთან ათასგვარ ცილს მწამებენ. მე კი მათი ცილისწამების მიზეზით თანამდებობას ვკარგავ, ხოლო თუკი თავად დავტოვებ მინისტრის თანამდებობას, ხელმწიფე ჩემი მტრების სიმართლეში დარწმუნდება და მე კი სამუდამოდ შრცხვენილი დავრჩები. მითხარით, რა ვიღონო? – ილოცეთ თქვენი მტრებისთვის, – მიუგო მოძღვარმა – არა მხოლოდ შინ, არამედ, რაც მთავარია, ეკლესიაში მოახსენიებინეთ ისინი წირვისას, კვეთის დროს. – რა სარგებელია აქედან? – გაოცდა მინისტრი. აი, ნახავთ... მანამდე კი, მერწმუნეთ, შეიყვანეთ ყველა თქვენი მაჭირვებელი მოსახსენებელში და სეფისკვერთან ერთად საკურთხეველში შეაგზავნეთ წირვის დროს. – დაარიგა მღვდელმა. გავიდა რამდენიმე კვირა, თვე. და აი, მინისტრმა კვლავ მოძღვარს მიაშურა. მან მღვდელს დაუჩოქა და მადლობა გადაუხადა. – მამაო, ნამდვილი სასწაული აღსრულდა. ჩემი ძველი მტრები არა თუ აღარ მემტერებიან, არამედ სიყვარულით მეპყრობიან. ცილისწამებათა ნაცვლად კი ჩემდამი პატივისცემას იჩენენ. ამგვარად აღასრულა ღმერთმა! და თქვენც გირჩევთ, ილოცეთ თქვენი მტრებისათვის და ისინი მეგობრებად გექცევიან. ლოცვით გამოიხსნით მათ სულებს მტერთა მახისაგან.
ერთ– პეტერბურგელ მღვდელს ერთხელ ერთი მინისტრი

833. შევურიგდეთ თუ არა მტერს, თუკი იგი მშვიდობას გვთხოვს?
მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან, ვინც სხვას არ შეუნდობს, მას არ აცდება ღვთის სასჯელი.
მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას

245. რას გვეტყვით ეკლესიაში შუღლის შეასახებ?
ღმერთი შემეწია მე ქრისტიანობის მდევნელთა უკეთური ხელმწიფების დამხობაში, მაგრამ ყოველგვარ ომსა და სისხლიან ბრძოლაზე გაცილებით სამწუხაროა ჩემთვის და საერთოდ, გაცილებით დამღუპველია ურთიერთლალვა და შუღლი ღვთის ეკლესიაში
ღმერთი შემეწია მე ქრისტიანობის მდევნელთა

რომელსა კაცსა უვის მტერი, ნუ კადნიერობნ მიახლებად საუფლოსა ტაბლასა, და რომელსა ჰნებავს ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, პირველად დაეგენ მოყუასსა თვისსა, რომელი ემტერების, და მისსა შემდგომად ღირს იქმნნეს მიღებად ხორცსა საღმრთოსა.
არა ხოლო თუ მე ოდენ ვიტყვი ამას, არამედ უფალი, რომელი ჯუარს-ევუა ჩუენთვის, რაითა დამაგნეს ჩუენ მამასა, არა დაეყენა სიკუდილისაგან და არცა ჰრიდა სისხლთა თვისთა დათხევასა. ხოლო შენ ერიდები მშვიდობისა ყოფად მტერისა შენისა და სიყუარულითცა სიტყვის-გებაი არა გნებავსა მის თანა სიმდაბლით? ისმინე რაი-ესე თქუა ღმერთმან მათთვის, რომელთა ეგევითარნი გულისსიტყუანი ჰქონან: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა შენსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს, ვითარმედ ძმაი შენი გულ-ძვირ არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი შენი საკურთხეველსა ზედა" (მათე 5,23-24). და არა თქუა, ვითარმედ: "მოელოდე მოსლვასა მისსა", გინა "კაცნი მიუვლინენ", არამედ თვით შენ თავით შენით მიისწრაფე მტერისა შენისა, მიუსწრვე შენ, "მივედ და დაეგე შენ ძმასა შენსა" (მათე 5,24). ჰოი სასწაული, რამეთუ იგი არა ხედავს ნაკლულად დატევებასა შესაწირავისა მისისასა! და შენ ჰგონებ, ვითარედ საყვედრელ შენდა არს, რაითა მიისწრაფო და დაეგო ძმასა შენსა. მითხარ-ღა შენ, უკუეთუ იხილე ასოი რომელიმე მოკუეთილი გუამისაგან, არამცა იღუაწეა ყოვლითა ღონისძიებითა მუნვე კუალად-გებაი ასოისაი მის გუამსა თვისსა? ეგრეთვე უკუე ყავ ძმათა შენთათვის, რაჟამს იხილნე მოხსნილად სიყუარულისაგან შენისა, შეკრიბენ შენდავე და ნუ ელი, რაითამცა მათ გისწრეს და მოვიდეს შენდა, არამედ უსწრვე შნ და მიიღე ძლევისა გვირგვინი. ხოლო იგინი იტყვიან, ვითარმედ: საქმესა, რომელსა ჩუეულ ვართ მრავლით წლითგან, მცირედსა ჟამსა ვერ შემძლებელ ვართ ქცევად მისა. არამედ მე ამას ვიტყვი: უკუეთუ საქმე რომელიმე ღმრთისა-მიერითა ბრძანებითა თანა გუედვას აღსრულებად, არა ჯერ-არს ჩუენდა დახედვად და მიზეზობად ჟამთა და წელთა და არცაღა დღეთა მრავალთა, არამედ შიშით და მოსწრაფედ ბრძანებულისა მის აღსრულებად რომელსა კაცსა უვის მტერი, ნუ კადნიერობნ

რომელსა კაცსა უვის მტერი, ნუ კადნიერობნ მიახლებად საუფლოსა ტაბლასა, და რომელსა ჰნებავს ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, პირველად დაეგენ მოყუასსა თვისსა, რომელი ემტერების, და მისსა შემდგომად ღირს იქმნნეს მიღებად ხორცსა საღმრთოსა რომელსა კაცსა უვის მტერი, ნუ კადნიერობნ

აჰა ესერა ხედავთ, ვითარმედ მრავალსა საფასესა წარვაგებთ მეკარეთა ზედა მეფეთასა და დიდძალსა ქრთამსა მივსცემთ კაცთა სახელმწიფოთა, რაითამცა საქმე ნებისა ჩუენისაი აღვისრულეთ ამით. ხოლო მცნებისათვის ღმრთისა არა დავემორჩილებით ძმათა და თვისთა ჩუენთა, რომელთაი უწყით, ვითარმედ გულ-ძვირ არიან ჩუენთვის, არამედ საყუედრელ და წუნობა გვიჩნს მისლვაი და დაჯერებაი მათი პირველ მოსლვისა მისისა ჩუენდა. მითხარღა ესე ყუედრება არსა შენდა, უკუეთუ უსწრო და მოიტაცო სარგებელი თავისა შენისაი? ჯერ-არს შენდა სირცხვილი და კდემაი ვინაითგან მოელი, რომელი-იგი გულ-ძვირ არს შენდა, რაითა მოვიდეს და დაგეგოს შენ. ესე სამართლით ყუედრებაი და აუგ არს შენდა და დაკლება, უკუეთუ შემაწუხებელი შენ ზედა მოგიხდეს და მშვიდობისა ყოფასა გევედრებოდის, რამეთუ რომელმანცა უსწროს ძიებად მშვიდობისა, მანცა მიიტაცოს სარგებელი იგი ყოველი. უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა ძიებად მშვიდობისა, და შენ ჰყო მშვიდობაი მის თანა, სარგებელი მან ხოლო მიიღო, რამეთუ შენ არა ღმერთსა მიჰმადლე, არამედ მას, რამეთუ მოვიდა შენდა ძიებად მშვიდობისა. ხოლო უკუეთუ არა მოვიდეს შენდა შემაწუხებელი შენი ძიებად მშვიდობისა და შენ თავით თვისით თავს იდვა სიმდაბლე ყუედრებით და მიისწრაფო შემაწუხებელისა მის შენისა, რომელმან-იგი ბოროტი შეგაჩუენა შენ და მშვიდობაი ჰყო მის თანა გულითა წმიდითა და განაგდო შენგან შფოთი იგი და მწუხარებაი, რომელი-იგი მის მიერ შეგემთხვა.
მაშინ სრულ იქმნეს სათნოებაი და მოიღო მადლი ჭეშმარიტი უფლისაგან შენისა აჰა ესერა ხედავთ, ვითარმედ მრავალსა საფასესა

უკუეთუ ჰყო დღე დღესასწაულისაი მარხვით, უსაზრდელოდ, და მტერობაი და შფოთი გულსა გაქუნდეს, არა შეწირულ არს შენგან არცა დღესასწაული შენი და არცა მარხვაი შენი. ნუუკუე წარმდებ იქმნეა მსხუერპლსა მას წმიდასა მიახლებად ხელითა უბანელითა, რავდენღა უფროის არს, უკუეთუ სული შენი არა წმიდა იყოს ვნებათაგან? ესე ფრიად უძვირეს და უბოროტეს არს მას, რომელი-იგი ხელითა უბანელითა ეზიარის უკუეთუ ჰყო დღე დღესასწაულისაი მარხვით

უკუეთუ მტერნი ჩუენნი მოყუარე ჩუენდა ვქმნეთ, მოწყალე მექმნეს ჩუენ უფალი და ცოდვანი ჩუენნი მყის განაბნინეს; და კაცნიცა მადლიერ მეყუნენ ჩუენ და გუაქებდენ, და ამით ვპოოთ ცხორებაი. არა რაი არს ამის უბოროტეს, უკუეთუ გუესუას ჩუენ სოფელსა ამას ერთიცა მტერი, რამეთუ მავნებელ არს იგი სახლსა და ცხორებასა ჩუენსა, დაღაცათუ დამდვას ჩუენ ზედა მტერმან ბევრეული ბოროტი და სხუანი აღაზრზინნეს ჩუენ ზედა, და აღმიშფოთოს გონებაი ჩუენი, და განამწაროს სული ჩუენი და მრავალ-ფერნი გულის-სიტყუათა ღელვანი აღადგინნეს ჩუენ ზედა და მეკუეთებოდიან უკუეთუ მტერნი ჩუენნი მოყუარე ჩუენდა ვქმნეთ

მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2