ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები
106. „დავშვრეთ“ დავითისებრ და „ღაღადვყოთ“: „უფალო იესო ქრისტე, დაე, „გაგვიშრეს ჩვენ ყელი“, მაგრამ ნუ „მოაკლდება ჩვენს გონით თვალებს ჩვენი უფალი ღმერთის იმედი"(ფს.68.4).
145. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად შეგვეძინება, ხოლო ჭეშმარიტების შემეცნება – თანაშეზომილად ქრისტესადმი სასოებისა.
114. სიფართოვე გულისა სასოებაა ღვთისადმი, მისი სივიწროვე კი ხორციელი საზრუნავი.
103. რაზეც მავანმა სასოება აჩვენა ღვთისადმი, მასზე იგი მოყვასთან აღარ იბრძოლებს.
დღეს უფალი ითმენს, იმას რაც ხდება. ითმენს იმისთვის, რომ ბოროტ ადამიანს არ შეეძლოს გამართლება. ზოგიერთ შემთხვევაში უფალი ერევა კიდეც - თავად და დაუყონებლივ! სხვა შემთხვევებში იგი იცდის და მაშინვე არ აჩვენებს გამოსავალს. იგი ელის ად... იხილეთ სრულად
განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი
ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შ... იხილეთ სრულად