50. თუ ხანგრძლივად ღმერთს მივაპყრობთ ყურადღებას და გულდასმით ვიზრუნებთ სულის ვნებიან ნაწილზე, მაშინ გულისთქმების შემოტევისას უკვე აღარ გადავუხვევთ მართებული გზიდან, არამედ ზუსტად გავიგებთ მათ მიზეზებს და აღვკვეთთ მათ, წინდახედულებ...
იხილეთ სრულად
50. თუ ხანგრძლივად ღმერთს მივაპყრობთ ყურადღებას და გულდასმით ვიზრუნებთ სულის ვნებიან ნაწილზე, მაშინ გულისთქმების შემოტევისას უკვე აღარ გადავუხვევთ მართებული გზიდან, არამედ ზუსტად გავიგებთ მათ მიზეზებს და აღვკვეთთ მათ, წინდახედულები გავხდებით, ისე რომ ჩვენზე ახდება წინასწარმეტყველური სიტყვები: "და იხილა თვალმან ჩემმან მტერთა ჩემთა, და მათთვის რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა".(ფს.91,12).
34. სული მანკიერია იმის გამო, რომ იგი თავისი ბუნებისამებრ არ მოქმედებს და ამიტომ მასში ვნებიანი გულისთქმანი წარმოიქმნება. ბუნებისამებრ კი სული მაშინ მოქმედებს, როცა მის ვნებიან ძალებზე, ე.ი. გულისწყრომასა და გულისთქმაზე, საგნების ...
იხილეთ სრულად
34. სული მანკიერია იმის გამო, რომ იგი თავისი ბუნებისამებრ არ მოქმედებს და ამიტომ მასში ვნებიანი გულისთქმანი წარმოიქმნება. ბუნებისამებრ კი სული მაშინ მოქმედებს, როცა მის ვნებიან ძალებზე, ე.ი. გულისწყრომასა და გულისთქმაზე, საგნების ზემოქმედებისა და ამით გამოწვეული ფიქრის შედეგად იგი უბიწო რჩება.
33. გონების მანკიერების საფუძველია, პირველ რიგში, არასწორი ცოდნა, მეორე - საყოველთაოდ აუცილებლის უცოდინრობა, (ამას ვამბობ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით, რამეთუ ანგელოზთათვის არაა ნიშანდობლივი რაიმეს ნაწილობრივი ცოდნა); მესამე ...
იხილეთ სრულად
33. გონების მანკიერების საფუძველია, პირველ რიგში, არასწორი ცოდნა, მეორე - საყოველთაოდ აუცილებლის უცოდინრობა, (ამას ვამბობ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით, რამეთუ ანგელოზთათვის არაა ნიშანდობლივი რაიმეს ნაწილობრივი ცოდნა); მესამე - ვნებიანი გულისთქმანი, მეოთხე - ცოდვის მოსურვება.
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმა...
იხილეთ სრულად
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმარებაში მყოფს, გულისთქმის მოშთობა და მათი წარმომშობი მიზეზების შეცნობა და აღკვეთა მართებს. შეცნობა კი შემდეგნაირად შეიძლება: სულის გულისთქმის ნაწილს დედაკაცის ვნებიანი მოგონება აღძრავს, ხოლო მათი მიზეზი ჭამასა და სმაში თა...
13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრ...
იხილეთ სრულად
13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრალოებაც და სხვა მიწიერი საგნები; გულღვარძლიანობისას შეურაცხმყოფელთათვის ილოცე და განთავისუფლდები.
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულო...
იხილეთ სრულად
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულობის დაკარგვის შედეგია. რაიმეს დაკარგვა კი მხოლოდ მისი ქონების და ფლობის შემდეგ შეიძლება. მაშასადამე, იყო დრო, როცა მათში განსჯის უნარიც, გონიერებაცა და მოკრძალებული წინდახედულებაც სუფევდა. თუკი ეს ასეა, მაშინ დემონები თა...
3. ცოდვები სულიერ ძალთა ე.ი. გონების, გულისთქმისა და გულისწყრომის არასწორი გამოყენების შედეგად შეგვემთხვევა. გონების ძალის არასწორი გამოყენებაა: უვიცობა და განუსჯელობა, გულისწყრომისა და გულისთქმის ძალთა - სიძულვილი და თავშეუკავებლ...
იხილეთ სრულად
3. ცოდვები სულიერ ძალთა ე.ი. გონების, გულისთქმისა და გულისწყრომის არასწორი გამოყენების შედეგად შეგვემთხვევა. გონების ძალის არასწორი გამოყენებაა: უვიცობა და განუსჯელობა, გულისწყრომისა და გულისთქმის ძალთა - სიძულვილი და თავშეუკავებლობა. მათი კეთილი გამოყენებაა: ცოდნა, კეთილგონიერება, სიყვარული და უბიწოება. ამგვარ ვითარებაში ღვთისაგან ქმნილთა და არსებულთა შორის არაფერია ბოროტი.
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით;...
იხილეთ სრულად
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით; ჰაერი - თავისი ცვალებადობით; საკვები - საჭმლისა და წყლის რაოდენობით, მათი ზედმეტი ან ნაკლები მიღებით. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ცვლილებები მეხსიერების, სმენისა და მხედველობის მეშვეობით ხდება კიდევ მაშინ, როცა სული წინ...