აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ისმენს ის პირველ ზღაპარს, აქ ეზიარება რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა პიროვნებად.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა ილია ჭავჭავაძე: „დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული!“
მართალია, ეკონომიკურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის პასუხისმგებლობა თანაბარია.
მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან.