შური - ციტატები, გამონათქვამები
შური - ციტატები, გამონათქვამები შური, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ შური მწუხარებაა, მაშინ შურიანს იმდენი მწუხარება და სატანჯველი აქვს, რამდენიც სხვებს სხვადასხვა მადლი და სრულყოფილება. ეს დაავადება დასაწყისია მარადიული მწუხარებისა და განუწყვეტელი ტანჯვის წინდია. ეშმაკი ასევე იტანჯება და შურიან... იხილეთ სრულად
ხესა და შალს მატლი და ჩრჩილი ისე ვერ ჭამს, როგორც შურის სიმხურვალე ადნობს მოშურნის ძვლებს და მათ ჯანმრთელ სულებს წამლავს.
როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს.
მოყვასის სიკეთისადმი შური მტრულ დამოკიდებულებას გვიყალიბებს ღმერთთან, რომლის სამართლის და შესაძლოა, განკითხვის ნებასაც ვაძლევთ საკუთარ თავს
შურის გრძნობა ცოდვაა, რადგან ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს და ამაოა, რადგან შური ვერ მოგვიტანს იმას, რაც გვშურს, მხოლოდ გვაწამებს; მაგრამ იგი არცაა საჭირო, რადგან ყოვლადბრძენმა და ყოვლადკეთილმა ღმერთმა, რასაკვირველია, არ ჩაგვა... იხილეთ სრულად
მრავალი მწერი გვერდს უვლის ჯანსაღს და გახრწნილისკენ მიისწრაფვის; ასევე შურიანი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს პიროვნების კეთილ თვისებებს, მისი ცხოვრების ნათელ მხარეებს, არამედ - გამოძებნის სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს და ენით ისე მ... იხილეთ სრულად
თუ შურიანს არ შეუძლია, მოყვასის სიკეთე ნაკლად აქციოს, მაშინ მას ცუდ საფუძველს მიაწერს.