ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევე... იხილეთ სრულად
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.
წყენის მიტევება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მიიღო. უკანასკნელი პირველის გარეშე არ არსებობს: "მიუტევეთ და მოგეტევნენ" (ლუკა 6, 37!) - ბრძანებს უფალი.
ყოველი ქმნილების შემოქმედის განმარისხებელი ვალდებულია, მოთმინებით აიტანოს, როდესაც ამ ქმნილებათაგანი აწყენინებს.
როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას დასჯის, ან შენ ცოდვებს მოგიტევებს
დაფიქრდი, რა სჯობია, იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? უეჭველი უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე.