სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე.
„ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი“ (ინ. 3, 16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებ... იხილეთ სრულად
მოციქული გვასწავლის: „ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს“ (1 ინ. 4, 20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაშ... იხილეთ სრულად
ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და ასევე სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.
სიყვარულია, რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.