ურჩობა, თვითნებობა - ციტატები, გამონათქვამები
ურჩობა, თვითნებობა - ციტატები, გამონათქვამები ურჩობა, თვითნებობა, გამონათქვამები, ციტატები
მთელ საღვთო წერილში მე ვხედავ, რომ ღმერთი ადამიანისგან სხვას არაფერს ითხოვს გარდა იმისა, რომ მოყვასთან თვინიერი იყოს, მოიკვეთოს თვითნებობა და ღვთისგან ყოველთვის ითხოვდეს შემწეობას. თვითნებობა ღვთის მტრობაა.
სახარებისეული ხედვის უგულვებელმყოფელი თავნება მორწმუნე, რომელიც თავის მოქმედებებში არ ხელმძღვანელობს წმიდა წერილით, ხშირად ბოროტის მანქანებისა და დაგებული ქსელის მსხვერპლი ხდება, ხშირად დაბნეული დიდ უბედურებას გადაეყრება და არ იცი... იხილეთ სრულად
ხელისუფლებასა და მშობლებს არ ემორჩილება. ამპარტავანთ ფიცხელი და უდრეკი ბუნება აქვთ. მათი მუდმივი სურვილია, თავიანთი ნება დააწესონ და დაამტკიცონ.
სიამაყე – არანორმალური მდგომარეობაა. ამაყი თავის სულს დემონურ იმპულსებს უღებს, ის საშინელ სულიერ „რადიაციულ ველში“ მოხვედრილი ადამიანია. სიამაყის ერთ–ერთი გამოვლინება და მისკენ მიმავალი გზა – ეს ურჩობაა.