კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, – თავისუფალია. ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, – მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც – ნაკლოვანება.
კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, – თავისუფალია. ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, – მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც – ნაკლოვანება.
ის ადამიანი თავისუფალი არ არის, რომლის გონებაც გართულია დღენიადაგ ყოველდღიურ სახმარზე ფიქრში. რამეთუ მათზე ზრუნვა, განურჩევლად იმისა, პირადია თუ სხვისი ეს საზრუნავი, ადამიანს ზღუდავს და იმონებს.
თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.
თავისუფლებას მოკლებულ ბუნებას არ ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს; შეკითხვა, გამოძიება–თავისუფალი ბუნებიდან მომდინარეობს. მხოლოდ თავისუფალ ბუნებას ძალუძს იკითხვიდეს და გამოიძიებდეს.
ამბობენ: „რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ რომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა არ შეგვძლებოდა?“ – სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მ... იხილეთ სრულად
როგორი ქვისგულა ხარ მაშინ, როდესაც შემოქმედს შექმნილს ამჯობინებ! შენ მძიმედ გეჩვენება უფლის მსუბუქი ტვირთი („რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათ. 11. 30). შენი ტყვეობა თავისუფლება გგონია. მოიცილე გონებიდან ... იხილეთ სრულად
162. ვინ არის თავისუფალი ადამიანი და ვინ მონა?
ღმერთს არს სურს, ძალით და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე, ანუ დაგვიშალოს რომელიმე მოქმედება. თუმცა ზეციერი ჩვენი მამა არის კეთილი, მართალი, წმიდა, და ჰსურს, რომ ჩვენც ესრეთნი ვიყვნეთ. გარნა შიშით და იძულებით არ გვაქნევინებს ... იხილეთ სრულად
ქრისტიანობა დამყარებული არის თავისუფალსა სიყვარულსა ზედა, და არა მონებრივსა შიშსა ზედა. შიშით და იძულებით აღსრულება ქრისტეს მცნებათა არად სარგებელ არს, არამედ თავისუფალი და სიყვარულით აღძრული მორჩილება უფლისა სათნო არს მისა.
32. თავისუფლების კანონი იკითხება ჭეშმარიტი შემეცნების გზით, შეიმეცნება მცნებათა აღსრულებით და სრულდება ქრისტეს გულმოწყალებით