ღმრთისმშობელი - ციტატები, გამონათქვამები
თუმცა ღვთისმშობელი იყო სულიერად და ხორციელად შემკული ყოვლითა ღირსებითა და მშვენიერებითა, გარნა ამასთანავე იყო მშვიდ, მდაბალ, წყნარ. აჰა დიდი და აღმაშენებელი მაგალითი ყოველთა ქალწულთათვის.
მრთელსა შინა თვისსა სიცოცხლესა ღვთისმშობელი იქცეოდა საკვირველითა გონებითა და მხნეობითა. ორნი ესენი კეთილნი თვისებანი: გონიერება და მხნეობა მით უმეტესად იყვნენ მის შორის სანატრელნი და განასკვირვებელნი, რომელ ამასთანავე იგი იყო მშვი... იხილეთ სრულად
შეხედეთ ძმანო და უმეტესად დანო, და გაინიზრახეთ თქვენდა სანუგეშოდ, რაოდენი გონიერება და სიმტკიცე სულისა და გულისა გამოაჩინა ყოვლად წმიდამან ქალწულმან მარიამმა ოდეს იგი უეცრად ხედავს თვალთა წინაშე უჩვეულო მახარებელსა, მას ესმის უცნა... იხილეთ სრულად
მე თვითონ არ მინახავს და გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთ ძველადძველ ეკლესიასა შინა, კედელზედ არის დახატული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მის წინ ძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემი თვალით მენახა ეს... იხილეთ სრულად
ღვთისმშობელი იყო სრული სახე და მაგალითი ქრისტიანობრივისა ქალის ცხოვრებისა; მას ვევედრნეთ, რათა მისცეს კეთილი სურვილი გულსა და განამტკიცოს ნება ქალთა კეთილსა ცხოვრებასა შინა. ამინ.
ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს, უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცაღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგ... იხილეთ სრულად
წინასწარმეტყველი დავით ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: „ყოველი დიდება ასულისა მეუფ... იხილეთ სრულად
ყველა წმინდანმა მრავალი ქება უძღვნა ღმრთისმშობელს, მაგრამ მე, გლახაკმა, ვერ ვპოვე იფრო მშვენიერი და ტკბილი ქება, ვიდრე მისი მოწოდება და ყოველ წამს მოხმობა: "დედაპ! ჩემო ტკბილო დედავ! დაე მიიღოს შენმა ხელებმა ჩემი სული და მათ გადას... იხილეთ სრულად
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. იმის გამო, რომ იგი თავადაა მხოლო წმინდა ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ასეთნი ვიყოთ