ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილ... იხილეთ სრულად
მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ჩვენდამი სიყვარულის ნიშანს – თავის ხორციელ წყლულებს – გვიჩვენებს. მაშინ ჩვენც, შვილო, მისი სიყვარულისთვის მწუხარებით ნატკენი და დასისხლიანებული გული ვუჩვენოთ.
ქრისტემ, თვით ღმერთმა, ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ამდენი რამ იტვირთა. რა პასუხს გავცემთ ჩვენ, თუ მისი სიყვარულისთვის ან თუნდაც ჩვენი ცოდვების გამო განსაცდელს არ მოვითმენთ?
სიყვარული ხორციელ მშობლებს საკუთარი შვილების აღზრდის აუცილებელ მოვალეობას აკისრებს. ღმერთი კი ჩვენი მამაა და საკუთარ შვილებს განგვსწავლის, რომ განგვანათლოს და თავის სიწმინდეს გვაზიაროს.
ნეტავ დაგანახათ, რა მშვენიერია! ყველაფერზე უარს იტყოდით, მტვრად იქცეოდით, ოღონდაც არ მოკლებოდით იმას, რაც იესოს ტკბილმა სიყვარულმა ჩვენთვის გაამზადა! ასე გვეუბნებოდა ჩემი მოძღვარი და მის ნათქვამს გადმოგცემთ, რომ სიტკბო იგემოთ.
საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარს ეცვა, რითაც თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეციერი მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხად... იხილეთ სრულად